დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ლოგოს დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 846 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111021015, 25/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016060 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/10/2011 - 06/01/2016)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №846
2011 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ლოგოს დამტკიცების შესახებ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ლოგო დანართის შესაბამისად.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . მერაბიშვილი
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ლოგო

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ლოგო წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს. ფარის ლაჟვარდისფერ (ლურჯ) ველზე, ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, მეწამულ (წითელ) ველზე ოქროს ლომის გამოსახულებით, ასევე მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ოქროსფერ ოთხ წიგნზე დადებული გადაშლილი ოქროსფერი წიგნი.
მთავარი ფარის გარშემო არის ოქროსფერი წარწერა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ”. კომპოზიციის ქვედა ნაწილში ოთხქიმიანი ვარსკვლავებით შედგენილი ოქროს ხუთჯვრიანი სიმბოლოა გამოსახული (უსაფრთხოების, კონტროლის სიმბოლო).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები