„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5098-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111021012, 21/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 050060000.05.001.016439
  • Word
5098-IIს
11/10/2011
ვებგვერდი, 111021012, 21/10/2011
050060000.05.001.016439
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25(32), 1999 წელი, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) განმცხადებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას ანდა რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლებას;“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული

 აღნიშვნის სხვა სახელმწიფოში რეგისტრაცია და დაცვა

1. საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა სხვა სახელმწიფოში სარეგისტრაციოდ წარადგინონ მხოლოდ მისი საქართველოში რეგისტრაციის შემდეგ.

2. თუ ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქპატენტში რეგისტრაციისას განმცხადებელი არის საჯარო ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქპატენტი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სხვა სახელმწიფოში რეგისტრაციისა და დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები.“.

3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. 2011 წლის 31 ოქტომბრამდე საქპატენტმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის 181 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის დებულების ამ კანონის მე-10 მუხლთან შესაბამისობ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 ოქტომბერი.

№5098II