„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2268
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 02/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010.110.020.05.001.001.276
  • Word
2268
08/05/2003
სსმ, 13, 02/06/2003
010.110.020.05.001.001.276
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 121) დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. ახალციხის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: აწყური, დიდი პამაჯი, მიქელწმინდა, პატარა პამაჯი, სხვილისი, წყრუთი.

2. ბორჯომის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: დვირი, ქვაბისხევი, ჭობისხევი.

3. დუშეთის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: ველთაურთკარი, ვეძათხევი, თანიაანთკარი, ილტოზა, ოძისი, საკრამული, შუახევი, ციხედავი, ჭილურტი, ჯავახიანთკარი.

4. თეთრიწყაროს რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: ახალი ზირბითი, დიდგორი, დიდი თონეთი, დიდი ირაგა, დრე, ვეზიროვკა, ლასტიციხე, მენქალისი, მესამე შამთა, ნავთიანი, ნაოსარი, ორბეთი, პანტიანი, პატარა თონეთი, პატარა ირაგა, შამთა, ჭივჭავი, ჭინჭრიანი, ჯიგრაშენი.

5. საჩხერის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: ბახიოთი, ჭალა (ზედა).

6. საგარეჯოს რაიონის სოფლების ჩამონათვალის შემდეგ სიღნაღის რაიონის სოფლების ჩამონათვალი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სიღნაღის რაიონი

1. ზემო მაღარო

2. ნუკრიანი.“.

7. ჭიათურის რაიონის სოფლების ჩამონათვალის შემდეგ ხარაგაულის რაიონის სოფლების ჩამონათვალი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხარაგაულის რაიონი

1. გოლათუბანი

2. ზვარე

3. ნადაბური

4. ნუნისი

5. ფონა

6. წიფა.“.

    მუხლი 2.

საქართველოს კანონმდებლობით მაღალმთიანი რეგიონებისათვის გათვალისწინებული შეღავათები, რომლებიც მოითხოვს საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფას, ამ კანონით გათვალისწინებული სოფლებისათვის (ნუკრიანის, ზვარეს, ნადაბურის და წიფას გარდა) ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 8 მაისი.

№2268–IIს