საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5063-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111021001, 21/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.016437
  • Word
5063-IIს
11/10/2011
ვებგვერდი, 111021001, 21/10/2011
040110030.05.001.016437
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა;“.

2. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წილების ან აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზება − პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით.“.

3. 42-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წილების ან აქციების პრივატიზება აუქციონისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზება პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება სამინისტროს დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 451 მუხლით დადგენილი წესით.“.

4. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევაზე.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი:

     „მუხლი 451. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი  აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან  კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო  ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის  ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების წესი

1. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს დასაბუთებული წინადადების საფუძველზე.

2. სამინისტრო საქართველოს მთავრობისთვის დასაბუთებული წინადადების წარდგენამდე განსაზღვრავს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზების ხელსაყრელ დროს და შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს, ასევე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

3. სამინისტროს დასაბუთებული წინადადება, რომელშიც მოცემულია პრივატიზების ზოგადი პირობები, მათ შორის, პრივატიზების ფორმა, ვადა და სხვა არსებითი პირობები, სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

4. საქართველოს მთავრობა სამინისტროს დასაბუთებული წინადადების მოწონების შემთხვევაში განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შესახებ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება პრივატიზების პირობები, მათ შორის:

ა) პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული წილების ან აქციების რაოდენობრივი ან პროცენტული მაჩვენებელი ან ამ მაჩვენებლის მაქსიმალური ან/და მინიმალური ზღვარი (ზღვრები);

ბ)  წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − საწყისი საპრივატიზებო საფასური) და ანგარიშსწორების წესი და პირობები;

გ) სამინისტროს დასაბუთებულ წინადადებაში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, პრივატიზების პროცესის დასრულებისათვის საჭირო ძირითადი თარიღები, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადა, წილებზე ან აქციებზე ან სერტიფიკატებით წარმოდგენილ აქციებზე საკუთრების უფლების შეძენის სხვა პირობები, რომელთა შესაბამისად სამინისტრო განახორციელებს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზებას და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ქმედებებს.

5. საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამინისტროს ენიჭება პრივატიზების კონკრეტული პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.

6. სერტიფიკატით წარმოდგენილი აქციების პრივატიზების საკითხზე საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიძლება დადგინდეს სერტიფიკატით წარმოდგენილი აქციების მიმართ ხმის უფლებასთან ან სხვა უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა ან ვალდებულება (მათ შორის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ საკითხებზე საზოგადოების წინასწარ ინფორმირების ვალდებულება).

7. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ შესაბამისი ხელშეკრულება/ ხელშეკრულებები იდება, საპრივატიზებო საფასური გადაიხდება და მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.“.

მუხლი 2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევისთვის საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს წილების ან აქციების მფლობელთა ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებულ უფლება-მოვალეობებს, რამაც არ უნდა ხელყოს დივიდენდის მიღების უფლება.“.

მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების წესი.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 ოქტომბერი.

№5063-IIს