„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5124-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111019018, 19/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 120190000.05.001.016435
  • Word
5124-IIს
13/10/2011
ვებგვერდი, 111019018, 19/10/2011
120190000.05.001.016435
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) მე-8 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, შიდა გადამუშავება და გარე გადამუშავება, დროებითი შემოტანა ან/და გატანა ხორციელდება ნებართვის საფუძველზე, რომელსაც იარაღის, მათ შორის, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, დამზადებასთან, წარმოებასთან და შეკეთებასთან (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) დაკავშირებულ სამუშაოებზე გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამა­რთლის იურიდიულ პირ შემოსავლების სამსახური.

3. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტზე ნებართვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ აღნიშნული პროდუქცია ამ კანონის მე-6 მუხლის ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით არის აღნიშნული; ასეთ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.“;

ბ) მე-13 პუნქტ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც გასცა ნებართვა, შეუძლია გააუქმოს ან შეაჩეროს ნებართვის მოქმედება, თუ ექსპორტიორმა (იმპორტიორმა) დაარღვია საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციათა ჩატარების წესი ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.“ .

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 13 ოქტომბერი.

№5124 –II