დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის N19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1197 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 18/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111019008, 24/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016014 |
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის
ბრძანება №1197
2011 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში (სსმ III, 2003წ., №59, მუხ.517) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „41” პუნქტი:
„41. სამსახურში ჩარიცხვისას, სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირს მიენიჭება „სახელმწიფო დაცვის რიგითის” სპეციალური წოდება, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.”
ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების მინიჭებისა.“;
გ) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეებს, დადგენილი წესით ენიჭებათ უმცროსი სპეციალური წოდებები „სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტის” ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პირველადი საშუალო სპეციალური წოდება „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“:
ა) მიენიჭება მოსამსახურეს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსი (შემდგომში – სასწავლო კურსი) და აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) შეიძლება მიენიჭოს უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირს სამსახურში ჩარიცხვისას, რომელიც შესარჩევი და გამოსაცდელი ტესტირების შედეგების საფუძველზე ინიშნება კადრის მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე;
გ) შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო სამსახურის სახით შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე“;
დ) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, წახალისების წესით“;
ე) დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:
„4. პირს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში, საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით“;
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის უფროსი
სახელმწიფო დაცვის
გენერალ-მაიორი თ. ჯანაშია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები