სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1196
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 18/10/2011
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111019007, 24/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016013
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1196
18/10/2011
ვებგვერდი, 111019007, 24/10/2011
140080000.42.047.016013
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (24/10/2011 - 28/07/2014)

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება 1196

2011 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის სხვა პირების წახალისების მიზნით დამტკიცდეს:

ა) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულებ ;

ბ) სიგელისწლის საუკეთესო თანამშრომელი ნიმუში (დანართი 1);

გ) სიგელის სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისათვის ნიმუში (დანართი 2);

დ) საპატიო სიგელისსამსახურის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ნიმუში (დანართი 3);

ე) სამსახურებრივი სამკერდე ნიშნი „სახელმწიფო დაცვის დამსახურებული თანამშრომელი” ნიმუში (დანართი №4 ) და სამსახურებრივი სამკერდე ნიშნის მოწმობის ფორმა (დანართი №5 ).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამსახურებრივი ჯილდოს დაწესების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 25 ოქტომბრის №642 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

საქართველოს სახელმწიფო დაცვის

სპეციალური სამსახურის უფროსი

სახელმწიფო დაცვის

გენერალ-მაიორი . ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ

  დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი ჯილდოების დაწესებისა და გადაცემის წესის შესახებ დებულება (შემდგომში დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური ) უწყებრივი ჯილდოების სახეებს და მათი გადაცემის წესს.

    მუხლი 2.

1. შესაბამისი დამსახურების მქონე თანამშრომლებს, წახალისების მიზნით , გადაეცემათ შემდეგი სახის უწყებრივი ჯილდოები:

ა) სიგელი წლის საუკეთესო თანამშრომელი ;

ბ) სიგელი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისათვის (მადლობის სიგელი);

გ) სამსახურებრივი სამკერდე ნიშანი „სახელმწიფო დაცვის დამსახურებული თანამშრომელი” ;

2. პირებს, რომლებიც არ არიან სამსახურის თანამშრომლები, სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის გადაეცემათ უწყებრივი ჯილდო საპატიო სიგელი სამსახურის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ;

3. სიგელი წლის საუკეთესო თანამშრომელი გადაეცემა თანამშრომელს, რომელიც წლის განმავლობაში, პროფესიული და სადისციპლინო მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით, სამსახურის მთლიან ან შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის პირად შემადგენლობაში ითვლება ყველაზე წარმატებულ და დამსახურებულ თანამშრომლად;

4. სიგელი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისათვის გადაეცემა თანამშრომელს დაკისრებულ მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულებით, სანიმუშო ყოფაქცევით და საშემსრულებლო დისციპლინით თავის გამოჩენისათვის, აგრეთვე თანამშრომელს ცალკეული მნიშნელოვანი დავალების ან დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებისას გამოჩენილი პროფესიული ერთგულებისა და შედეგებისათვის .

5. სამსახურებრივი სამკერდე ნიშნით – „სახელმწიფო დაცვის დამსახურებული თანამშრომელი” ჯილდოვდებიან თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ სამსახურში არანაკლებ 5 (ხუთი) წლის საერთო ნამსახურობა, სარგებლობენ დადებითი ავტორიტეტით და სამსახურებრივი რეპუტაციით, მნიშვნელოვანი ფიზიკური და ინტელექტუალური წვლილი აქვთ შეტანილი სამსახურის საქმიანობის სრულყოფასა და განვითარებაში. ნამსახურობის მიუხედავად, სამსახურებრივი სამკერდე ნიშ ნი შეიძლება გადაეცეს თანამშრომელს გმირული, თავდადებული მოქმედებისათვის, აგრეთვე თანამშრომელს, რომელიც სახელოვნად და ღირსეულად წარმოაჩენს სამსახურს. სამსახურებრივი სამკერდე ნიშ ნი შეიძლება გადაეცეს ამ პუნქტით განსაზღვრული ნამსახურობის მქონე ღვაწლმოსილ თანამშრომელს სამსახურიდან დათხოვნისას (გარდა დისციპლინური წესით განთავისუფლებისა).

6. საპატიო სიგელი – „სამსახურის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადაეცემათ პირებს, რომლებმაც მნიშვნელოვანად შეუწყვეს ხელი სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტას ან სამსახურის პოპულარიზაციას .

7. ჯილდოს გადაცემა ხდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამსართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, რომელსაც ამზადებს კადრების მთავარი სამმართველო.

8. უწყებრივ ჯილდოსთან ერთად, შეიძლება გაიცეს ფულადი ჯილდოც სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით.

    მუხლი 3.

1. შესაბამის უწყებრივ ჯილდოზე თანამშრომლებს და სხვა პირებს წარადგენენ სამსახურის უფროსის მოადგილეები და სტრუქტურული დანაყოფების უფროსები კურატორ ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით.

 2. უწყებრივ ჯილდოზე წარდგენა ხორციელდება წერილობითი პატაკით, რომელშიც აღინიშნება ჯილდოს სახეობა და წარდგინების საფუძველი.

3. პატაკები სათანადო რეზოლუციით გადაეცემა სამსახურის კადრების მთავარ სამმართველოს სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანების მოსამზადებლად, რომელშიც პატაკის გარეშე გათვალისწინებულნი იქნებიან სამსახურის უფროსის მიერ მითითებული პირები.

4. შესაბამისი დამსახურების შემთხვევაში, უწყებრივი ჯილდოს მისაღებად მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომლს იმავდროულად წარადგენენ დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნაზე.

5. უწყებრივი ჯილდოების სააღრიცხვო რეგისტრაციას აწარმოებს კადრების მთავარი სამმართველო.

    მუხლი 4.

1. სამსახურებრივი სამკერდე ნიშნით დაჯილდოებულ თანამშრომელს ჯილდოსთან ერთად გადაეცემა სამსახურებრივი სამკერდე ნიშნის მოწმობა. მოწმობის პირველი ყდის შიგნითა მხრიდან აღინიშნება მოწმობის ნომერი, რომელიც სამკერდე ნიშნის ნომრის იდენტურია. სამსახურებრივი სამკერდე ნიშნებთან ერთად, კადრების მთავარი სამმართველო აღრიცხავს სამსახურებრივი სამკერდე ნიშნის მოწმობებს.

2. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი სამკერდე ნიშნით დაჯილდოებულ თანამშრომელს შეიძლება გადაეცეს სხვა უწყებრივი ჯილდოც.

    მუხლი 5.

სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი სიგელების, სამსახურებრივი სამკერდე ნიშნების, შესანახი ყუთების და სათანადო მოწმობების დამზადების ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დაკვეთის საფუძველზე.

    მუხლი 6.

1. დაჯილდოებულ პირს უწყებრივი ჯილდო გადაეცემა პირადად ან საზეიმო ვითარებაში. ჯილდოს გადასცემს სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე.

2. დაჯილდოებული თანამშრომლის პირად საქმეში თავსდება დაჯილდოების შესახებ სამსახურის უფროსის ბრძანების ეგზემპლარი ან ამონაწერი, ხოლო პირადი საქმის ნამსახურობის ნუსხაში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ბრძანების ნომრის, გამოცემის თარიღისა და ჯილდოს სახეობის მითითებით.

    მუხლი 7.

1. აკრძალულია ჯილდოდ გადაცემულ სიგელზე, სამსახურებრივ სამკერდე ნიშანსა და შესაბამის მოწმობაზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი ორიგინალური სახის (ვიზუალური და ხარისხობრივი) შეცვლა. თანამშრომელი ვალდებულია უწყებრივ ჯილდოს შესაბამისად მოეპყრას, როგორც სამსახურებრივ პირადობის მოწმობს.

2. სიგელის, სამსახურებრივ სამკერდე ნიშნსა და შესაბამის მოწმობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსს, რაც უნდა მოხსენდეს სამსახურის ხელმძღვანელობას. ასეთ დროს ხორციელდება მისი ჩამოწერა, რაც წარმოადგენს სარეგისტრაციო-სააღრიცხვო მონაცემებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის საფუძველს.

3. თანამშრომელს შეიძლება ჩამოერთვას უწყებრივი ჯილდო, თუ გამოავლენს მის მიმართ უღირს ან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, ან მისი დაკარგვა ან დაზიანება გამოწვეული იქნება ამგვარი ქმედებით. ამავდროულად განხორციელდება მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა. დაკარგვის ან დაზიანების სხვა შემთხვევაში თანამშრომელს სანაცვლოდ გადაეცემა იმავე სახის უწყებრივი ჯილდო. ასეთ დროს ფულადი ჯილდო არ გაიცემა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დანართი 1

 დანართი 2

 

 

 

 დანართი 3

 

დანართი №4

სამსახურებრივი სამკერდე ნიშ ნი –

„სახელმწიფო დაცვის დამსახურებული თანამშრომელი”

 

 აღწერილობა:

1. სამსახურებრივი სამკერდე ნიშანი – სახელმწიფო დაცვის დამსახურებული თანამშრომელი” წარმოადგენს წრიული ფორმის რელიეფურ ნიშანს, შესრულებულს ოქროსფერი ლითონის მონეტისაგან. ნიშნის დიამეტრია 30 მმ. სისქე – 3 მმ.

2 . სამკერდე ნიშნის ზედა ნაწილს წარმოადგენს ლურჯი ფერის ოთხკუთხა ბაფთა, რომლის სიგანეა 30 მმ. მისი საერთო სიმაღლეა 36 მმ, საიდანაც 6 მმ-ს ავსებს 35 მმ-ის სიგანის მქონე ორი ოქროსფერი კანტი (თითოეულის სიმაღლე 3 მმ; ერთი ბაფთის ქვედა, მეორე ბაფთის ზედა მხარეს).

3 . სამკერდე ნიშნის ლითონისაგან დამზადებული ნაწილის წინა მხარეზე, ლურჯ ფონზე (მომინანქრებული) და შესაბამის ფერებში (არწივი ოქროსფერი, ნორმანული ხუთჯვრიანი ფარი მუქი წითელი) ამოტვიფრულია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ემბლემა. ემბლემის გარშემო, წრიულად 3 მმ-ის სიმაღლის ზოლზე არის წარწერა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური”. ნიშნის უკანა მხარეს, შუა ნაწილში ჰორიზონტალურად არის წარწერა სახელმწიფო დაცვის დამსახურებული თანამშრომელი”, იმავე ზომის ასოებით, რომლითაც შესრულებულია წრიული წარწერა სამსახურის ემბლემის გარშემო – აგრეთვე სამკერდე ნიშნის ნომერი.

 4 . სამკერდე ნიშნის ორივე ნაწილი დაკავშირებულია ოქროსფერი ლითონის მოძრავი ნაწილით.

დანართი №5

სამსახურებრივი სამკერდე ნიშნის მოწმობა

  

მოწმობის პარამეტრები:

ა) სიგრძე – 120 მმ;

ბ) სიგანე – 80 მმ;

გ) ყდის ფერი გარედან – მუქი ლურჯი;

დ) წარწერა ყდის გარეთა გვერდზე – ოქროსფერი;

ე) ფონი მოწმობის შიგნითა მხრიდან – ცისფერი (დაშტრიხული);

ვ) წარწერები მოწმობის შიგნით შესრულებულია

  შავი ფერით.

 

 

 

 

 
Text Box:  Text Box: