,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 170/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111019001, 21/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.022.016207
  • Word
170/ნ
18/10/2011
ვებგვერდი, 111019001, 21/10/2011
270090000.22.022.016207
,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 170/ნ

2011 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

  მუხლი 1. ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ” ინსტრუქციაში (სსმ III, 24.10.2005, №122, მუხ 1371) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის მოადგილესა და ბუღალტერს, რომელიც არის სერტიფიცირებული პედაგოგი და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ამ ინსტრუქციის 51 მუხლით გათვალისწინებული დანამატი მიეცემა ამ ინსტრუქციის 51 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.”.

  2. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „მუხლი 51. სერტიფიცირებული პედაგოგის დანამატი

  1. პედაგოგ, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას, უნდა ჰქონდეს სრული ან სრულზე მეტი დატვირთვა და მიეცემა პედაგოგთა ხელფასზე დანამატი ყოველთვიურად 75 ლარის ოდენობით.

  2. სერტიფიცირებულ პედაგოგს მიეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი იმ შემთხვევაშიც, თუ:

ა) სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია სრული დატვირთვისათვის საჭირო საათების რაოდენობაზე;

ბ) სკოლაში არსებული შესაბამისი საგაკვეთილო საათების სერტიფიცირებულ პედაგოგისათვის სრულ ოდენობამდე განაწილების შედეგად დარჩა სრულ განაკვეთზე ნაკლები საგაკვეთილო საათი.

  3. სერტიფიცირებული პედაგოგი, რომელიც წერილობით უარს იტყვის სრულ დატვირთვაზე, არ მიეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი.

4. პედაგოგს, რომელსაც ეძლევა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი და აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დანამატთან ერთად მიეცემა პედაგოგთა ხელფასზე დანამატი ყოველთვიურად 125 ლარის ოდენობით.

 5. პედაგოგს, რომელსაც ეძლევა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი, ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განეკუთვნება შესაბამის მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სასერტიფიკაციო გამოცდის საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, ხელფასი უნდა შეევსოს 1000 ლარამდე, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ხელფასისა და ხელფასზე დანამატის გათვალისწინებით.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი