„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/10/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111018006, 19/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016042
  • Word
24
11/10/2011
ვებგვერდი, 111018006, 19/10/2011
010250020.35.134.016042
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №24

2011 წლის 11 ოქტომბერი

დაბა ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 10 წლის 24 აგვისტოს 19 დადგენილებ აში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

 „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 10 წლის 24 აგვისტოს 19 დადგენილებ აში ( სსმ V, 21, 03.09.2010, მუხ.600) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს ადგილსამყოფელია დაბა ქედა, მ. კოსტავას ქუჩა №3.“.

ბ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-19 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების სახით და ქვეყნდება თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე „www.keda.ge“ და თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო დაფაზე.“.

გ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 322 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი პროცედურების დაცვით.“

მუხლი 2

 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ბ. დიასამიძე