“ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის N131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
“ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის N131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 17/10/2011
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111018001, 18/10/2011
ძალაში შესვლის თარიღი 17/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016017
  • Word
133
17/10/2011
ვებგვერდი, 111018001, 18/10/2011
300160070.54.066.016017
“ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის N131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება 133

2011 წლის 1 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

  ტექნიკური რეგლამენტის საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე” სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის 131 ბრძანება ი ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 13 ოქტომბრის 131 ბრძანებით (ვებგვერდი 111013020,17/10/2011 წ.) დამტკიცებულ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საწარმოს სერტიფიცირებას – სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანას, სერტიფიკატის და/ან მისი დანართის დუბლიკატის გაცემას, სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ს ისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).”.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. განმცხადებელი, სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ით დადგენილ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე საწარმოს მიერ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე სერტიფიკატის განახლებასთან, დუბლიკატის გაცემასთან, აგრეთვე, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

3. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა.”.

4. დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 17 ოქტომბრიდან.

ი. დავითაძე

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს

საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს

განცხადება

გთხოვთ, –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(მიეთითოს: სერტიფიკატის გაცემა, განახლება, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილების შეტანა, სერტიფიკატის და/ან მისი დანართის დუბლიკატის გაცემა)

 

საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საწარმოს იურიდიული მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ძირითადი საწარმოო ბაზის ადგილმდებარეობა –––––––––––––––––––––––––––––––

საწარმოს სადგურები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ტელეფონი –––––––––––––;         ფაქსი ––––––––––––;    ანგარიშსწორების ანგარიში

განცხადებას თან ერთვის: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

(თანდართული საბუთების ზუსტი ჩამონათვალი, გვერდების რაოდენობის მითითებით)

 

საწარმოს ხელმძღვანელი      ––––––––––––––––––       ––––––––––––––––––––––––

 

(ხელმოწერა)                                                (სახელი, გვარი)

 

ბ.ა.                          ––––––––––––––––––––––––––––––

                                                                                                       (თარიღი)”