დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 17/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111017014, 17/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320080000.17.010.016011 |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება №10
2011 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
1. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ „სააბონენტო ნომრების პორტაბელობის დებულებაში” (სსმ III, 09.07.2010, №83, მუხ. 1203) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია უზრუნველყოს ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) უფლება და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ერთი ავტორიზებული პირის მეორეთი შეცვლისას, ნუმერაციის ერთსა და იმავე სააბონენტო გეოგრაფიულ ზონაში; აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება ადგილობრივი დაშვების სადენიანი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით ფიქსირებული სატელეფონო (მათ შორის VOIP – ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით) მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის ფიჭური ორგანიზების ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირით შეცვლისას და პირიქით.“;
ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი:
„5. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი (მიმღები ოპერატორი), რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობა უზრუნველყოს საკუთარ ქსელში სააბონენტო ნომრის პორტირება, უფლებამოსილია უარი უთხრას პორტირების მსურველს პორტირების თაობაზე განცხადების მიღებაზე.“;
გ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სააბონენტო ნომრის პორტირების შესაძლებლობა 2011 წლის 1 დეკემბრამდე.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები