დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის №27/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 168/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111013022, 18/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016205 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №168/ნ
2011 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის №27/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის №27/ნ ბრძანებით (სსმ III, 23.04. 2010 წ., № 46, მუხ. 691) დამტკიცებულ წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,471” მუხლი:
„მუხლი 471. ემერიტუსის წოდების მინიჭების წესი და პირობები
1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, 65 წელს მიღწეულ სრულ პროფესორს მიანიჭოს ემერიტუსის წოდება . თუ პირი დანიშნულია აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, მას ემერიტუსის წოდება მიენიჭება აკადემიურ/ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თანხმობით.
2. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე.
3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში აკადემიური, ადმინისტრაციული ან სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ჩამოერთმევა ემერიტუსის წოდება და შეუწყდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება.
4. ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის შესაბამის ფინანსურ სარგოს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.”.
მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები