„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 536
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111013018, 17/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016255
  • Word
536
13/10/2011
ვებგვერდი, 111013018, 17/10/2011
200090000.22.033.016255
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 536

2011 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებ პორტალი, 060111, 03.01.2011) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 70. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტის ან/და მიწოდების დღგ-ისაგან გათავისუფლება

საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტის ან/და მიწოდების დღგ-ისაგან გათავისუფლება ხორციელდება 84-ე მუხლით აქციზისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.

2. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 84. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო აქციზური საქონლის იმპორტის ან/და მიწოდების აქციზისაგან გათავისუფლება

1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო აქციზური საქონლის იმპორტისას საგადასახადო ორგანოს წარედგინება არანაკლებ აქციზის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან.

2. საანგარიშო თვის/კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე საგადასახადო ორგანოს წარედგინება „ანგარიშგება საერთაშორისო საზღვაო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-08) ან „ანგარიშგება საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-09). თუ აღნიშნული დოკუმენტები არ იქნა წარდგენილი, ბრუნვის შესაბამის ნაწილზე გაანგარიშებულ უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი აქციზი.

3. იმპორტიორის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია უქმდება სრულად ან ნაწილობრივ, საერთაშორისო საზღვაო ან საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საწვავის და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის მოცულობაზე გაანგარიშებული აქციზის მიხედვით.“.

3. დანართები №IV-08 და №IV-09 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გვინდაძე

დანართი №IV-08

ანგარიშგება საერთაშორისო საზღვაო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ

N

თარიღი

გემის დასახელება/

გემის ტიპი

რეისის

მარშრუტი

განაცხადის თარიღი

 

მიწოდებული საქონლის დასახელება

სეს ესნ-ის შესაბამისად

მიწოდებლი  საქონლის   რაოდენობა

(კგ)

 

 

მიწოდებული საქონლის  სატარიფო ღირებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემოტანილი საქონლის საერთო რაოდენობა

 

შემოტანილი საქონლის მთლიანი სატარიფო ღირებულება

 

ბორტზე მიწოდებული საქონლის რაოდენობა

 

ბორტზე მიწოდებული საქონლის სატარიფო ღირებულება

 

 

 

სასაქონლო დეკლარაციის  N

 

საბანკო გარანტიის  N

 

 

 პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და თარიღი ......................... ..................................

 

        დანართი №IV-09

ანგარიშგება საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ

N

თარიღი

ავიაკომპანიის დასახელება/

თვითმფრინავის ტიპი

რეისის

მარშრუტი

განაცხადის თარიღი

 

მიწოდებული საქონლის დასახელება

სეს ესნ-ის შესაბამისად

მიწოდებლი  საქონლის   რაოდენობა

(კგ)

 

მიწოდებული საქონლის  სატარიფო ღირებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემოტანილი საქონლის საერთო რაოდენობა

 

შემოტანილი საქონლის მთლიანი სატარიფო ღირებულება

 

ბორტზე მიწოდებული საქონლის რაოდენობა

 

ბორტზე მიწოდებული საქონლის სატარიფო

ღირებულება

 

 

 

სასაქონლო დეკლარაციის  N

 

საბანკო გარანტიის  N

 

 

 პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და თარიღი ......................... ..................................