დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 535 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111013017, 17/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016254 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №535
2011 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.10, №172, მუხლი 2549) დამტკიცებული ინსტრუქციის :
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი:
„62. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნების დარღვევით საქონლის გადაადგილება, აგრეთვე საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებ ულ კონტროლის ზონაში ან ამავე რადიუსში მდებარე კონტროლის ზონიდან საზღვაო ნავსადგურში გადაადგილებისას, ან პორტალი „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებულ კონტროლის ზონაში ან ამავე რადიუსში მდებარე კონტროლის ზონიდან პორტალი „სარფში“ გადაადგილებისას დანიშნულების ადგილისაგან განსხვავებულ ადგილზე გამოცხადება, ჩაითვლება სატრანსპორტო საშვალების მოძრაობისათვის დადგენილი მარშრუტიდან გადახვევად და გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.
2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი პორტალს უნდა წარედგინოს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.“ .
3. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) საზღვაო ნავსადგურიდან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით;“.
4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ლ) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტშ ი (გარდა გადამუშავებული საქონლის/ნაშთის/ნარჩენების ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანისა)/რეექსპორტში/ გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;“.
5. მე-14 მუხლის 1 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 1 . მოწმობით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ან/და დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებუ ლი საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვის სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან/და დეკლარაციით.“.
6. ინსტრუქციის დანართი № III-0 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №III-01

7. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით დეკლარირებას.“ .
8. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ზ) თუ სასაქონლო ოპერაციის განხორციელება ექვემდებარება ლიცენზირებას/-ნებართვას/სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებას – ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი (შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის სვეტში შესაბამისი დოკუმენტი მინიშნებულია ვარსკვლავით):
| დოკუმენტის დასახელება | იმპორტი | საწყობი | რეექსპორტი | დროებითი შემოტანა | ექსპორტი | ტრანზიტი | შიდა გადამუშავება | გარე გადამუშავება | ||
| დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია | * | * |
|
| * |
|
| * | ||
| ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია |
|
|
|
| * |
|
| * | ||
| ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
| * |
|
|
| * |
|
| ||
| ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა | * | * |
| * |
|
| * |
| ||
| ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა | * | * |
| * |
|
| * |
| ||
| შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა | * | * | * |
| * | * |
| * | ||
| ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა | * | * | * |
| * | * |
| * | ||
| „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა | * | * | * | * | *
|
|
|
| ||
| იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა | * | * | * | * | * | * |
| * | ||
| უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა.) |
|
| * | * |
| * |
|
| ||
| საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა. | * | * |
| * | *
|
|
|
| ||
| ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა | * | * | * |
| * | * |
| * | ||
| სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა | * |
|
|
| * |
|
| * | ||
| არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა | * | * |
|
|
|
|
|
| ||
| საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა |
|
|
|
| * |
|
| * | ||
| დსთ- ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული) |
|
| * |
|
|
|
|
| ||
| სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავებისა და დროებითი შემოტან ა გატანის ნებართვა. | * | * | * | * | * | * | * | * | ||
| უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა. |
|
|
|
| * |
|
|
| ||
| უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა. | * | * | * | * |
|
|
|
| ||
| შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა. | * |
|
| * | * |
|
|
| ||
| იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი | * | * |
|
|
|
|
|
| ||
| ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი | * | * | * | * | სავალდე -ბულო არ არის | * | * | სავალდებუ -ლო არ არის | ||
| ვეტერინარული სერტიფიკატი | * | * | * | * | სავალდე -ბულო არ არის | * | * | სავალდებუ -ლო არ არის | ||
| სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა | * |
|
|
| * |
|
|
| ||
| საგადასახადო შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენების შემთხვევაში: | ||||||||||
| შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ | * |
|
|
|
|
|
|
| ||
| შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ | * |
|
|
|
|
|
|
| ||
| საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი | * |
|
|
|
|
|
|
| ||
| კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (გარდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული და (სეს ესნ) იდენტიფიცირებული საქონლისა) ასეთი შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტი“. |
|
|
|
|
|
|
|
| ||
9. 25-ე– 27-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. გარანტიის წარდგენა, გამოყენება და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლება, გარანტიის ფორმები და სახეები
1. გარანტიის წარდგენა სავალდებულოა:
ა) ი მპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას;
ბ ) შიდა გადამუშავებისას;
გ ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვების ას;
დ ) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას;
ე ) საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად;
ვ ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად;
ზ ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად;
თ ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსა ყოფად ;
ი ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების იმპორტისას;
კ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით;
ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას.
2 . გარანტია არ წარედგინება:
ა ) თუ პირი, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა;
ბ ) გემის მიმართ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას;
გ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსა ყოფად იმ შემთხვევებში, როცა:
გ.ა ) საწარმოს/ორგანიზაციის ან მეწარმე ფიზიკური პირის სახელით მოქმედებს მასთან დასაქმებული და საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის (დირექტორის) ან მეწარმე ფიზიკური პირის მიერ გაცემულია წარმომადგენლობის უფლება მისივე ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო ფიზიკური პირის (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირის) შემთხვევაში – მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კანონიერი წარმომადგენლობისას (მეურვე, მშობელი და სხვ.), რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
გ.ბ ) ს აქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის დეკლარირებისას ან/და რეგისტრირებული დეკლარაციის შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი;
გ.გ ) წარმომადგენლობა ხორციელდება ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დროს;
გ.დ ) წარმომადგენლობა ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ (გარდა რეზიდენტი ფიზიკური პირისა) ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის კუთვნილი საქონლის ტრანზიტის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებისას.
3 . იმ შემთხვევებში, როდესაც გარანტიის წარმოდ გენა სავალდებულო არ არის, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ზე პასუხისმგებელი პირებია:
ა) საქონლის გადაადგილებისას:
ა.ა) ტრანზიტის დროს – საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი;
ა. ბ) სხვა შემთხვევაში – საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელები სოლიდარულად;
ბ) სასაქონლო ოპერაციის (ტრანზიტის გარდა) პირობების დარღვევისას – დეკლარანტი.
4 . გარანტიის გამცემი (გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.
5. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით.
6 . გარანტია შეიძლება იყოს:
ა) ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია ერთი სასაქონლო ოპერაციის ან პროცედურის მიმართ ვალდებული პირის (გარდა წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისა) ან საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე;
ბ) საერთო, რომლითაც მუდმივად უზრუნველყოფილია:
ბ.ა) წარმომადგენლის პასუხისმგებლობა;
ბ.ბ) ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი ვალდებულებები.
7 . გარანტიის სახეებია:
ა) საბანკო დაწესებულების ან მისი ფილიალის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (დანართი V–01);
ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დაზღვევის პოლისი (დანართი V–02);
გ) პირის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების გირავნობა/იპოთეკით დატვირთვა – მხოლოდ საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად. საგადასახადო დავალიანების წარმოშობისას ამ ქონებიდან გადახდევინების უზრუნველყოფის შემთხვევაში, საწყობის მფლობელს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცემა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისას;
დ) საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება – მხოლოდ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით.
8. წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელია მხოლოდ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარდგენა.
9. გარანტიის მიღებისას, შემოსავლების სამსახური იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებული ასლი უბრუნდება ვალდებულ პირს.
მუხლი 26. საგარანტიო თანხის ოდენობა და გარანტიის მოქმედების ვადა
1. საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის სასაქონლო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას;
ბ) შიდა გადამუშავებისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც განისაზღვრება გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და სატარიფო ღირებულების საფუძველზე, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს გადაუმუშავებელი საქონლისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას – კორექტირების აქტით განსაზღვრული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული სატარიფო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას;
დ) როცა დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას – კორექტირებული დეკლარაციით განსაზღვრულ გადასახდელებსა და თავდაპირველი დეკლარაციით დეკლარირებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას;
ე) საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად:
ე.ა) ღია საწყობზე – სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის შესანახად განკუთვნილი ფართის – ღია მოედნის ყოველ 1 კვ.მ-ზე – 10 ევროს ეკვივალენტს ლარში, ხოლო შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე – 5 ევროს ეკვივალენტს ლარში, მაგრამ არანაკლებ 40 000 და არა უმეტეს 1 000 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
ე.ბ) ღია საწყობზე, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის შესანახად, ნივთის გვაროვნული თავისებურებისა და შენახვის სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით, რეზერვუარში (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.) – რეზერვუარის ყოველ 1 კუბ.მ-ზე 4 ევროს ეკვივალენტს ლარში, მაგრამ არანაკლებ 40 000 და არა უმეტეს 1 000 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
ე.გ) დახურულ საწყობზე – სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის შესანახად განკუთვნილი ფართის – ღია მოედნის და შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე – 2 ევროს ეკვივალენტს ლარში, მაგრამ არანაკლებ 20 000 და არა უმეტეს 400 000 ევროს ეკვივალენტს ლარში. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის შენახვა ხორციელდება (განხორციელდება) ნივთის გვაროვნული თავისებურებისა და შენახვის სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით, რეზერვუარში (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.) – რეზერვუარის ყოველ 1 კუბ.მ-ზე 2 ევროს ეკვივალენტს ლარში, მაგრამ არანაკლებ 20 000 და არა უმეტეს 400 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
ე.დ) საწყობზე, რომელიც განკუთვნილია ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად – სასაწყობო სიმძლავრის შესაბამისი მთლიანი მოცულობის საქონელზე იმპორტის გადასახდელების თანხის 70%-ს, მაგრამ არა უმეტეს 2 000 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – 50 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
ზ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – საქონლის შენახვისთვის განკუთვნილი ფართის – ღია მოედნის ყოველ 1 კვ.მ-ზე 10 ევროს ეკვივალენტს ლარში, ხოლო შენობა-ნაგებობის ყოველ 1 კვ.მ-ზე 5 ევროს ეკვივალენტს ლარში, რეზერვუარის (ცისტერნა, სილოსი და ა.შ.) ყოველ 1 კუბ.მ-ზე – 2 ევროს ეკვივალენტს ლარში, მაგრამ არანაკლებ 40 000 და არა უმეტეს 1 000 000 ევროს ეკვივალენტს ლარში;
თ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად – 50 000 ლარს;
ი) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;
კ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – დეკლარირებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;
ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას – 5 000 ლარს.
2. ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარსადგენი საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს გადასახდელების დაფარვას.
3. გარანტიის მოქმედების ვადა:
ა) არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები;
ბ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას, ან იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას, ან საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას ან საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის `დ.ე~ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 60 კალენდარულ დღეზე ნაკლები;
გ) საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – არ უნდა იყოს ნებართვის მოქმედების ვადაზე ნაკლები;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას – არ უნდა იყოს საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების ვადის დარჩენილ ნაწილზე ნაკლები.
4. იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას ან შიდა გადამუშავებისას იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტიით სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის მთელი ვადის განმავლობაში.
5. იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების შეცვლა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახურში წარადგინოს გარანტია, სადაც აისახება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადისა.
მუხლი 27. გარანტიის გაუქმება ან შესრულება
1. თუ არ წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულება, შესრულდა წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები, წარდგენილი გარანტია უქმდება.
2. თუ საგადასახადო დავალიანება ნაწილობრივ დაფარულია, წარდგენილი გარანტია, ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ნაწილობრივ უქმდება.
3. დადგენილ ვადაში გადასახდელების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება გადასახდელების თანხისა და ვალდებულების წარმოშობის დღიდან დარიცხული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის გადახდით.
4. გარანტიის გაუქმების საფუძვლებია:
ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონლის რეექსპორტით გატანისას სასაქონლო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა;
ბ) შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან განკარგვის ღონისძიების განხორციელება;
გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრაზე ან კორექტირებული დეკლარაციის მონაცემებზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისათვის წარმოდგენილი გარანტიის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი იმპორტის გადასახდელების თანხის გადახდა ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა;
დ) საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმება;
ე) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისას – ASYCUDA-ში პირის დაშვების ძალადაკარგულად გამოცხადება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ გარანტიის გაუქმებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას წარმოშობილი/წარმოსაშობი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას;
ვ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას წარდგენილ გარანტიაზე – „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართებით გათვალისწინებული „საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ ან „საერთაშორისო საზღვაო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ წარდგენა;
ზ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გარანტიის სხვა გარანტიით შეცვლა;
თ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად წარდგენილ თავდებობაზე – მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის ან ლტოლვილის მუდმივი ბინადრობის მოწმობის) სრულყოფილად წარდგენა;
ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას წარდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიაზე – სანქციის მოქმედების ვადის გასვლა ან სანქციისაგან გათავისუფლება.
5. თუ საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან მისი მოქმედების ვადა ვეღარ უზრუნველყოფს წარმოსაშობი ვალდებულებების შესრულებას, გარანტიის წარმდგენი ვალდებულია, შეცვალოს ან დამატებით წარადგინოს გარანტია.
6. თუ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარანტიის მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნული თანხა გარანტორს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
1 0. 29-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან წარმომადგენელი, დეკლარაციის ASYCUDA-ში რეგისტრაციისას:
ა) დეკლარაციაზე დასართავი, ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით;
ბ) დეკლარაციასთან ერთად ელექტრონულად წარედგინება „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VI–04);
გ) როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VI–05), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.“.
1 1. ინსტრუქციის დანართი №VI–03 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დანართი №VI–03
გეზ-ში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი
| დოკუმენტის დასახელება | დოკუმენტის № | ფურცლების რაოდენობა | შენიშვნა | |
| საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
|
|
| |
| ხელშეკრულება |
|
|
| |
| შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
|
|
| |
| სატრანსპორტო ზედნადები (CMR) |
|
|
| |
| სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი |
|
|
| |
| კონოსამენტი |
|
|
| |
| მანიფესტი |
|
|
| |
| შეფუთვის ფურცელი |
|
|
| |
| TIR-წიგნაკის ფურცელი |
|
|
| |
| წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი |
|
|
| |
| საბანკო გარანტია |
|
|
| |
| ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
|
|
| |
| სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
|
|
| |
| წინასწარი გადაწყვეტილება |
|
|
| |
| ექსპერტიზის დასკვნა |
|
|
| |
| სხვა დოკუმენტები: |
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
| ფურცლების რაოდენობა სულ – |
| |||
1. დოკუმენტების წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------------------
2. პირის საიდენტიფიკაციო ნომერი -----------------------
3. გეზ-ის მიერ დოკუმენტების მიღების თარიღი და დრო 20 წელი -----სთ. -----წთ.
4. დოკუმენტების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა -------------“ .
12. ინსტრუქციას დაემატოს დანართები №VI–04 და №VI–05 შემდეგი რედაქციით:
„დანართი №VI–04
საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი
| დოკუმენტის დასახელება | დოკუმენტის № | ფურცლების რაოდენობა | შენიშვნა | |
| საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
|
|
| |
| ხელშეკრულება |
|
|
| |
| შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
|
|
| |
| სატრანსპორტო ზედნადები (CMR) |
|
|
| |
| სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი |
|
|
| |
| კონოსამენტი |
|
|
| |
| მანიფესტი |
|
|
| |
| შეფუთვის ფურცელი |
|
|
| |
| TIR-წიგნაკის ფურცელი |
|
|
| |
| წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი |
|
|
| |
| საბანკო გარანტია |
|
|
| |
| ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
|
|
| |
| სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
|
|
| |
| წინასწარი გადაწყვეტილება |
|
|
| |
| ექსპერტიზის დასკვნა |
|
|
| |
| სხვა დოკუმენტები: |
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
|
|
|
|
| |
| ფურცლების რაოდენობა სულ – |
| |||
დოკუმენტების წარმომ დგენი პირის:
1. სახელი, გვარი ----------------------------------------------------------
2. პირადი ნომერი --------------------------
3. ხელმოწერა ---------------------------
დანართი №VI–05
სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი
| № | გამგზავნი | მიმღები | ტვირთის დასახელება | ვაგონის № | სარკინიგზო ზედნადების № | წონა (ნეტო/ბრუტო) | ტარა | კონტეინერის № | ადგილების რაოდენობა | გამოსვლის ადგილი (ქალაქი, სადგურის დასახელება) | ლუქის ნომრები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
1. განაცხადის წარმომდგენი პირის სახელი, გვარი ----------------------------------------
2. პირადი ნომერი -----------------------
3. მისამართი --------------------------------
4. ტელეფონი ---------------------------
5. ხელმოწერა ---------------------------“.
13. 321 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 321. დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ, ამასთან:
ა) დაუშვებელია ცვლილებების შეტანა დეკლარაციის გრაფებში: 1 ან/და 8 (მხოლოდ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებული სასაქონლო ოპერაციების შემთხვევაში) და გრაფაში 2 (მხოლოდ საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული სასაქონლო ოპერაციების შემთხვევაში);
ბ) დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის სახეობების რაოდენობის (გრაფა 5) ან/და საქონლის რაოდენობის (გრაფები: 38, 41) ან/და საქონლის ღირებულებისა და საქონლის სატარიფო ღირებულების (გრაფები: 42, 46) ან/და გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია დეკლარანტის მოთხოვნის საფუძველზე საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე;
დ) დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის რაოდენობის ან/და ღირებულების ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.
2. დეკლარანტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს დეკლარაციაში ცვლილებების განხორციელების საფუძველს და დეკლარანტთან არსებული დეკლარაციის ეგზემპლარი.
3. დეკლარანტის განცხადებისა და დეკლარაციის შესაბამის გრაფებში მითითებული მონაცემების შემოწმებას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სასაქონლო დეკლარაციის შემოწმებისათვის შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელებისას:
ა) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს ინიციატივით და იგი დაადგენს, რომ დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და გადასახდელების ოდენობა ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა შემცირებულია, დადგენილი წესით აფიქსირებს საგადასახადო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული გადასახადის, საურავისა და საგადასახადო სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დარიცხვის თაობაზე, ხოლო დეკლარაციაში ცვლილება არ ხორციელდება;
ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით, დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, და საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილებების შედეგად მცირდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და გადასახდელების ოდენობა, იგი დადგენილი წესით აფიქსირებს საგადასახადო სამართალდარღვევას და ახორციელებს ცვლილებას დეკლარაციაში;
გ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით, რომელიც დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე და ცვლილებების შედეგად იზრდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა) ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, წარედგინება დასკვნა დამატებით გადასახდელი გადასახადების თაობაზე, რომლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ საგადასახადო ორგანო ახორციელებს ცვლილებებს დეკლარაციაში, ხოლო დეკლარანტს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით გადახდილი გადასახადების თანხაზე საურავის დარიცხვის თაობაზე.
5. დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილებების შეტანით და ახალი ეგზემპლარის გაცემით.“.
14. 36-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ – „კ“ ქვეპუნქტები:
„თ) საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის;
ი) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
კ) პორტალ „ბათუმის პორტში“ ან პორტალ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი.“.
15. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია.“.
16. 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, საფოსტო გზავნილების ნუსხის მომზადებისას გადამზიდველი სარგებლობს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ ელექტრონული ფორმით გაცხადებული ღირებულებით. ამასთან, 3000 ლარამდე ღირებულების საქონელზე დეკლარაციის შევსებისას გადამზიდველი იყენებს ელექტრონული ფორმით გაცხადებულ ღირებულებას, ხოლო თუ საქონლის ღირებულება აღემატება 3000 ლარს, საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ.“.
17. ინსტრუქციის დანართი №IX-01 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №IX-01
ფიზიკური პირის დეკლარაცია
I. გადაადგილების მიზანი
1. საქართველოში შემოსვლა
2. ტრანზიტი
3. საქართველოდან გასვლა
II. ინფორმაცია პირის შესახებ
1. სახელი
2. გვარი
3. საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი).....................................
4. მოქალაქეობა.....................................................................
5. სამგზავრო დოკუმენტის №.......................... პირადი № ..................................
6. დაბადების თარიღი .................................................................................
7. ქვეყანა, საიდანაც ჩამობრძანდით…...............................................................
8. ქვეყანა, სადაც მიემგზავრებით ................................................................
9. თან მიმაქვს ბარგი/ხელბარგი ........................... ერთეული
10. ჩემგან დამოუკიდებლად იგზავნება ბარგი ......................... ერთეული
III. ინფორმაცია საქონლის შესახებ
1. თან მაქვს ან ბარგით/ხელბარგით გადავაადგილებ შემდეგ საქონელს:
ა) ნაღდი ფული (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში
დიახ არა
ბ) იარაღი ან ასაფეთქებელი მასალა
დიახ არა
გ) ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერება
დიახ არა
დ) ანტიკვარული ან ხელოვნების ნიმუში
დიახ არა
ე) მომწამვლელი ნივთიერება ან მედიკამენტი
დიახ არა
ვ) მცენარე და ცხოველი, მათი ნაწილები ან მათგან მიღებული პროდუქტი
დიახ არა
ზ) მაღალი სიხშირის რადიოელექტრონული მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალება
დიახ არა
თ) რადიოაქტიური მასალა
დიახ არა
ი) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი
დიახ არა
კ) საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გასატანი 15 000 ლარზე ნაკლები სატარიფო ღირებულების საქონელი (გრაფა ივსება პირის სურვილის შემთხვევაში)
დიახ
ლ) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოსაქცევი, ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონელი
დიახ არა
2. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ა”–“თ” ქვეპუნქტებში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ ცხრილი:
| № | საქონლის დასახელება | რაოდენობა (კგ., ცალი) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
3. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”, გარდა ამ საქონელზე გამარტივებული დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა.
4. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „კ” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეავსოთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” ან წარადგინოთ გამარტივებული დეკლარაცია, ან განახორციელოთ დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით.
5. თუ ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ლ” ქვეპუნქტში აირჩიეთ დადებითი პასუხი, შეავსეთ „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა”.
თარიღი „.......” .............................. 20 ..... წელი
ფიზიკური პირის ხელმოწერა ............................
პორტალის თანამშრომლის ხელმოწერა ........................ ბ.ა.
(მეორე გვერდი)
მოგესალმებათ შემოსავლების სამსახური ! ! !
შემოსავლების სამსახური ვალდებულია, აღკვეთოს აკრძალული ნივთების ქვეყანაში შემოტანა. პორტალის თანამშრომელი უფლებამოსილია დაგისვათ შეკითხვები, შეამოწმოს თქვენი პირადი ბარგი და ხელბარგი. თუ თქვენ შეგარჩიეს შემოწმებისათვის, პორტალის თანამშრომლები მოგეპყრობიან თავაზიანად, პროფესიონალურად და დაიცავენ თქვენს უფლებებს. პორტალის თანამშრომლები უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
1. ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან, თუმცა, პირის მიერ ნაღდი ფულის (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკების სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განახორციელებს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას, მის მიმართ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებები.
3. იმპორტისას გადასახდელებისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:
ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06–12, 15–21 ჯგუფებისა და 0302-0307, 2201-2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
დ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 3000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
4. თუ თქვენ მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის პარამეტრები აღემატება „მნიშვნელოვანი ინფორმაციის” მე-3 პუნქტში აღნიშნულს ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაციით ან გამარტივებული დეკლარაციით ან სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც თქვენ შეგიძლიათ:
ა) საქონელი დროებით დაასაწყობოთ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ საწყობში ან ტერმინალში და წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი, ან
ბ) საქონელი თქვენ მიერ მითითებულ გაფორმების ადგილამდე გადააადგილოთ „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.
5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის სატარიფო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება სასაქონლო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით.
6. თუ თქვენ საქართველოში დროებით შემოგაქვთ იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი, შეგიძლიათ დაადეკლარიროთ ამ დეკლარაციით.“.
1 8. ინსტრუქციის დანართი №IX-03 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №IX–03
ფიზიკური პირის საქონლის დეკლარაცია
№
მე, ---------------------------------------- -------------------------------------
(სახელი, გვარი) (პირადი ნომერი)
ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელში აქციზური საქონელი არ არის
საქონლის საერთო რაოდენობაა (ცალი/კგ) ––––––––––––

ინფორმირებული ვარ არასწორი მონაცემის არსებობისას პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, რაც გამოიხატება:
– შემცირებული გადასახდელებისათვის – ჯარიმით შემცირებული გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით;
– საქონლის დამალვისათვის – ჯარიმით დამალული საქონლის ღირებულების 40 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან/და საზღვრის გადაკვეთის უფლების 1-წლიანი შეზღუდვით.
ხელს ვაწერ -------------------
დეკლარაციის მიღების თარიღი -------------- 20 ---- წელი
დეკლარაციის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა ----------------- ბ.ა.
იმპორტის გადასახდელები: იმპორტის გადასახადი: ---------------------------------
დღგ: ---------------------------------
სულ გადახდილი თანხა: ---------------------------------
გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი: --------------------------------- “.
19. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.დ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტის შემთხვევაში – აღნიშნული საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართებით გათვალისწინებული ანგარიშგებები;“.
2 0. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტებ ი:
„7 . როდესაც ექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონ აში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
8. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“.
2 1. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საწყობიდან ტრანზიტში გაცხადებული საქონლის გატანისას დეკლარანტის წარმომადგენელს უფლება აქვს, განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით.“.
2 2. 64-ე მუხლი ს 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი :
„21 . როდესაც საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა) , დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში.“.
2 3. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 2 პუნქტი:
„2 2 . როდესაც რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.“.
2 4. 65-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული საქონლის ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი – სათანადოდ გაფორმებული სასაქონლო დეკლარაციით;
ბ) 74-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ფიზიკური პირის დეკლარაციით ან მოწმობით;
გ) სხვა შემთხვევებში – დანიშნულების პორტალის მიერ მოწმობის კონტროლიდან მოხსნით.“;
ბ) მე-2 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2 5. 71-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, საქონლის პორტალის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში;“.
2 6. 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას – დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არა უმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა;“.
2 7. XXIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XXIII
საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან, ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტი“
2 8. 95-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
29. 96-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 96.
ინფორმაცია და დოკუმენტები საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას.
1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას, დეკლარაციასთან ერთად, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არანაკლებ იმპორტის გადასახდელების თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან.
2. დეკლარანტი ვალდებულია, საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობტივად მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შესახებ ელექტრონული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს, მასთან შეთანხმებული ფორმით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, გამოიყენება ანგარიშგების ფორმები „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08 და №IV-09 დანართების შესაბამისად.
4. საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან და მოთხოვნისამებრ წარედგინება საგადასახადო ორგანოს.
5. დეკლარანტი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ვადის ამოწურვამდე გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმები.
6. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულება ამ ინსტრუქციის 27-ე მუხლის შესაბამისად.“.
3 0. 97-ე – 99-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
3 1. დანართები: №XXIII–01 – №XXIII–04 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის 29-ე პუნქტით წარმოდგენილი ინსტრუქციის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის 29-ე პუნქტით წარმოდგენილი ინსტრუქციის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
დ . გვინდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები