დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111013016, 19/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.149.016066 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/10/2011 - 28/10/2011)
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 37
2011 წლის 13 ოქტომბერი
ქ. კასპი
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ.მესროფაშვილი
დანართი №1
ჯარიმის ოდენობები, კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით
| № | ზონა | ზონის აღწერა | ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე |
| 1 | I ზონა | სააკაძის ქუჩა, ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთიდან ერეკლეს ქუჩის გადაკვეთამდე, ჭავჭავაძის ქუჩა, დ. აღმაშენებლის ქუჩა წყალსაქაჩამდე, კოსტავას ქუჩა წულუკიძის ქუჩისა და გორის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა, ეფრემ მეორის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა.
| 0.25 |
| 2 | II ზონა | ანტონოვსკაიას, თაყაიშვილის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, 26 მაისის ქუჩა, პაატას ქუჩა, თამარ მეფის, მაზნიაშვილის, სამთავისის, მეტეხის, ჯორჯიაშვილის, ლესელიძის, ერეკლეს, ჭონქაძის, ჯავახიშვილის, ცხვედაძის, კოტეტიშვილის, ნინოშვილის, მცხეთის, ერთაწმინდის, ყაზბეგის, შარიფაშვილის, წერეთლის, ფიროსმანის, გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, წულუკიძის, ბახტრიონის, ვახუშტის, გელათის, გორის, 9 ძმის, დადიანის, კოჯრის, მშვიდობის, ბახტაძის, კოლხეთის, ცაგარელის, 9 აპრილის, იას, გოგებაშვილის, ბარნოვის, ასათიანის, ორბელიანის, ჩახრუხაძის, პეტრიწის, ქვათახევის მოწამეთა ქუჩა, ფალიაშვილის, ლაშქარაშვილის, კრწანისის, ხოკრიშვილის, სარაჯიშვილის, ტოლსტოის, გამარჯვების, ფარნავაზის, სამების ქუჩები, სტალინის ქუჩა, ერეკლეს ქუჩის გადაკვეთიდან ჩოლოყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, კოსტავას ქუჩა გორის ქუჩის გადაკვეთიდან რუქამდე, არსენა მარაბდელის ქუჩა, ქვათახევის ქუჩა, კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილი ბოლომდე. | 0.20 |
| 3 | III ზონა | ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, კახეთის, აჭარის, თბილისის, ქართლის, ბორჯომის, მარაბდის, ვარძიის, თევდორეს, მაჩაბლის, კონსტიტუციის, მირიან მეფის, კელაპტრიშვილის, სანაპიროს, 300 არაგველის, სტალინის ქუჩის დასაწყისიდან ჭონქაძის ქუჩის გადაკვეთამდე, სტალინის ქუჩა-ჩოლოყაშვილის ქუჩიდან ბოლომდე, გრიშაშვილის, თავისუფლების გორგასლის ქუჩები, სოფ. ვარჯაანი, სოფ. მიქელწყარო, ხეთაგუროვი, შატბერაშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი სოფლები.
| 0.15 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები