დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-47/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111013010, 13/10/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.035.016094 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-47/ნ
2011 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით (სსმ III, 20.05.2010, №56, მუხ. 878) დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ (დანართი №1) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ წესის მიზნებისათვის, ფიზიკური მდგომარეობის – „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას“ ან/და „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას“ – შემოხაზვისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა დარწმუნდეს, რომ ოჯახის წევრის მდგომარეობა ნამდვილად შეესაბამება ამ კატეგორიას, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებულია:
ბ.ა) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობის IIბ – IV ხარისხით;
ბ.ბ) გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდებულია აუცილებელი ინტერვენციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენტირება, რითმის წამყვანის – პეისმეიკერის, გულშიდა დეფიბრილატორის იმპლანტაცია);
ბ.გ) სასუნთქი სისტემის დაავადებები გართულებული სუნთქვის II-III ხარისხის უკმარისობით;
ბ.დ) თირკმლის ქრონიკული დაავადება III – V სტადია;
ბ.ე) ონკოლოგიური დაავადებები II– IV კლინიკური ჯგუფი ან/და, რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ (ქიმიოთერაპიულ, ჰორმონოთერაპიულ, სხივურთერაპიულ და პალიატიურ) მკურნალობას;
ბ.ვ) ონკოჰემატოლოგიური დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ (ქიმიოთერაპიულ, ჰორმონოთერაპიულ, სხივურთერაპიულ და პალიატიურ) მკურნალობას;
ბ.ზ) შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 1, ტიპი 2 – ინსულინმომხმარებელი;
ბ.თ) ქრონიკული ჰეპატიტი „B“ ან „C“;
ბ.ი) ღვიძლის ციროზი;
ბ.კ) ეპილეფსია.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა. ურუშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები