დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში უწყების, მიწერილობისა, შემოწმების აქტისა და სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111013003, 20/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.113.016067 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2011 წლის 4 ოქტომბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 აგვისტოს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში უწყების, მიწერილობისა, შემოწმების აქტისა და სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 აგვისტოს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში უწყების, მიწერილობისა, შემოწმების აქტისა და სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ №33 დადგენილებაში (ვებგვერდი, 110830010, 01/09/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1)“.
3. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების
შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულისამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის აქტის, მითითების, შემოწმების აქტისა და უწყების ტიპური ფორმები თანახმად №2 -№8 დანართებისა“.
4. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 31 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ” №39 დადგენილება და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 31 აგვისტოს ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ №40 დადგენილება“.
5. დადგენილების №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე და 240-ე მუხლების, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომში – სამსახური) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის აქტის, მითითების, შემოწმების აქტისა და უწყების აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს.
2. სამსახური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა- ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, ფორმებით მომარაგება, გაცემა და დაბრუნება
1. ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.
2. ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებისა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადების (წერილის) საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს:
ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის აღწერილობა გაყალბებისაგან დამცავი ნიშნის აღნიშვნით;
ბ) დოკუმენტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოსაყენებლად შემოღების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და მისი ნიმუშის დამტკიცების შესახებ;
გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს ფორმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები ,,სფს რეგისტრაციის №”.
4. სამსახურის მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და რეგისტრირებული მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში.
5. სამსახური აღრიცხვის ჟურნალში აღრიცხავს ოქმის გაცემას უფლებამოსილ პირებზე, ოქმის შევსებას, გაუქმებას და ამზადებს ანგარიშს, რომელიც ეცნობება მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს.
მუხლი 3. ოქმების შენახვა
1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება პასუხისმგებელ პირთან, რომელსაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, ან მოსამსახურეს, რომელსაც ევალება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა და გაცემა, სამსახურის უფროსმა მოსამსახურეს უნდა შეუქმნას სათანადო პირობები ამ ფორმებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის, რისთვისაც უზრუნველყოფს მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სათავსის დაცულობას.
2. სათავსი, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირისათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და საქმისწარმოება
1. ოქმს სათანადოდ უფლებამოსილი პირი ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და ერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;
ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას;
გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.
3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
4. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობანი, რაც აღინიშნება ოქმში.
5. ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი;
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;
დ) ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხიმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ე) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;
ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
6. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.
7. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
8. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
10. ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანო ვალდებული არიან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
11. ჯარიმა ექვემდებარება გადახდას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
მუხლი 5. მითითების, შემოწმების აქტისა და უწყების შევსება და საქმისწარმოება
1. მითითება წარმოადგენს სამსახურისათვის სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოების საფუძველს, რომელიც განსაზღვრულია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლით.
2. მითითება არის სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის წარმოების პროცესში, გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც გამოწვეულია ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით.
3. დამრღვევი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმდება როგორც მითითების შეუსრულებლობისათვის, აგრეთვე არადროული შესრულებისათვის ან/და ნაწილობრივ შესრულებისათვის.
4. მითითება ივსება ორ ეგზემპლარად:
ა) ერთი – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით, რომელშიაც მითითებულია მშენებლობის ეტაპი მითითების გაცემის მომენტში, დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები, საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევებზე, დამრღვევის დასახელება და მისამართი, ობიექტის დასახელება და მისამართი, მითითების ნომერი და გაცემის დრო;
ბ) მეორე – რჩება სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.
5. მითითების განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამსახური ამოწმებს დამრღვევს და დგება შემოწმების აქტი.
6. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა და მითითებით განსაზღვრული პირობების შესრულება:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება სრულდება არადროულად.
7. შემოწმების აქტში აისახება გადაწყვეტილება:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, რაც აისახება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ.
8. საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება სამართლებრივი აქტის გამოცემა.
9. თუ დარღვევა გამოსწორებულია, გამოიცემა სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
10. შემოწმების აქტი დგება ორ ეგზემპლარად:
ა) ერთი – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით;
ბ) მეორე – რჩება სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.
11. უწყება ეგზავნება სამართალდამრღვევს, რომლის ბრალეულობა სამსახურის მიერ დადგინდა წინასწარი შემოწმების შედეგად.
12. უწყება ივსება ორ ეგზემპლარად:
ა) ერთი – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით, რომელშიც მითითებულია სამართალდარღვევის სახე, კანონით დადგენილი რა ნორმები იქნა დარღვეული. დამრღვევის დასახელება და მისამართი, ობიექტის დასახელება და მისამართი, სადაც აღმოჩენილ იქნა სამართალდარღვევის ფაქტი. საქმის განხილვის თარიღი და საქმის განხილვის დრო;
ბ) მეორე – რჩება ზედამხედველობის სამსახურში და ტარდება შესაბამის ჟურნალში.
13. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების ჩაბარება (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება უწყებაში მითითებულ ობიექტის თვალსაჩინო ადგილას.
14. მხარის გამოუცხადებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საქმის განხილვის დამაბრკოლებლად.
მუხლი 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა რეგისტრაცია
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მონაცემები შეიტანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოტანილი დადგენილების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი №4) (შემდგომში – რეგისტრაციის ჟურნალი) შესაბამისი გრაფების შევსებისა და საქმის რეგისტრაციის ნომრის დაფიქსირების გზით.
2. რეგისტრაციის ჟურნალი იწარმოება სამსახურში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ექვემდებარება აუცილებელ რეგისტრაციას რეგისტრაციის ჟურნალში მათი შედგენიდან (გამოტანიდან) სამი სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 7. რეგისტრაციის ჟურნალის შევსების წესი
1. რეგისტრაციის ჟურნალის პირველ და მეორე გრაფაში შეიტანება საქმის რიგითი ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.
2. მე-3-მე-10 გრაფებში მიეთითება მონაცემები სამართალდარღვევის ჩამდენი პირის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – გვარი, სახელი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, უფლებამოსილი წარმომადგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის ნომერი და მოქალაქეობა.
3. მე-11-მე-14 გრაფებში მიეთითება მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
4. მე-15-21-ე გრაფებში მიეთითება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების თაობაზე.
5. 22-ე გრაფაში მიეთითება მონაცემები გადახდილი ჯარიმის თაობაზე.
6. 23-ე გრაფაში მიეთითება ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე.
7. თუ ოქმი იგზავნება სასამართლოში განსახილველად, 24-ე გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო მე-15-23-ე გრაფები არ ივსება.
მუხლი 8. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა
1. ოქმის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო;
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის (დანართი 5) (შემდგომში – ჩამოწერის აქტი) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური ნუმერაცია.
3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების შესაბამისად.“.
6. დადგენილების დაემატოს შემდეგი შინაარსის №6- №8 დანართები:
„დანართი №6
მითითება №------
შედგენის თარიღი ------------------
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი);
მითითება – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა დამრღვევის მიმართ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით შეასრულოს მითითებაში მითითებული პირობები, დარღვევის გამოსასწორებლად („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ყ“ პუნქტი);
დამრღვევი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით ჯარიმდება არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რომლის გამოსასწორებლადაც გაიცა მითითება.
დამრღვევის დასახელება და მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტის დასახელება და მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი ––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები ––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რაც გათვალისწინებულია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს
კანონის –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევებზე განისაზღვრება ––––––––––––––––––––– ლარით.
დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------ დღე.
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება სრულდება არადროულად;
შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევა გამოსწორებულია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი);
მითითების გამცემი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
მითითება ჩაიბარა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან სამართლებრივი აქტის გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან გადაწყვეტილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.
მითითება გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
(ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი №7
შემოწმების აქტი №------
შედგენის თარიღი ----------
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში. („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი).
მითითება გაცემული იყო „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ----------- მუხლის ------------ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის გამოსასწორებლად.
შემოწმების აქტი დგება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გაცემული №------------------ მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების
მდგომარეობის დასადგენად.
დამრღვევის დასახელება და მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტის დასახელება და მისამართი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმებით დადგინდა:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რითაც დგინდება, რომ:
ა) მითითება შესრულდა □ ბ) მითითება არ შესრულდა □
გ) მითითება სრულდება არადროულად □
შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების და დემონტაჟის შესახებ.
თუ დარღვევა გამოსწორებულია, ასეთ შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
შემოწმების აქტის შემდგენი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა): –––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოწმების აქტი ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა): –––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან გადაწყვეტილების გაცნობა (ჩაბარება), პირდაპირი ჩაბარებით გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ სასქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-15 პუნქტი).
შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) განთავსების თარიღი –––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი №8
უ წ ყ ე ბ ა №----
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული დარღვევის საფუძველზე
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დაბარებული ხართ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში (ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. №1) არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.
დამრღვევის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ობიექტის დასახელება და მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქმის განხილვის თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქმის განხილვის ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს.
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის უწყების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვლება მისი განთავსება უწყებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.
გაფრთხილებთ, რომ მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას.
უფლებამოსილი თანამდებობის პირი ------------------------
უწყების განთავსების თარიღი --- ------------- ------“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები