„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 მაისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111012029, 12/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016202
  • Word
135
12/10/2011
ვებგვერდი, 111012029, 12/10/2011
010340000.22.027.016202
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 მაისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 135

2011 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 მაისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 მაისის №56 ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 110512002, 13/05/2011წ.) პირველი მუხლის:

1. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“.“.

2. მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სახომალდო სამსახურის ინსტრუქციისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების საერთო სახომალდო სიგნალების ცხრილის დამტკიცების შესახებ“.“.

3. მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნებისა და მათი წესდებების დამტკიცების შესახებ;“.

4. მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:       

„ი) „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;

კ) „ცხოველთა საკარანტინო წესების დამტკიცების შესახებ“.“.

5. ბრძანებას მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

„151. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური:

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.“.

 6. მე-16 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ.“.

7. მე-18 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;“;

 ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დასახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება (საქართველოს დედაქალაქის თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ);“;

 გ) „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საკრებულოს აპარატის შინაგანაწესის დამტკიცება (საქართველოს დედაქალაქის თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ);

 ო) მერიის შინაგანაწესის დამტკიცება (საქართველოს დედაქალაქის თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ);“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი