„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 21/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.05.001.001.267
  • Word
2230
07/05/2003
სსმ, 12, 21/05/2003
120.260.020.05.001.001.267
„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1 სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ.82) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის 15% ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 10% – შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში, 45% – საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, 15% – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და 15% – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე.

2. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის ვადა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

3. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების განსაზღვრისა და ამ შემოსავლების მიღებაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ყოველი წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი წესით წარუდგენენ შესაბამის გაანგარიშებებს ამ მოსაკრებლიდან მომდევნო საბიუჯეტო წელს მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების შესახებ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2230IIს