დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 134 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111012028, 12/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.016201 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/10/2011 - 09/08/2012)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №134-№822
2011 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლის მე -4 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესი“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ი. მერაბიშვილი
პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესი
მუხლი 1
პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დასადგენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის ურთიერთობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განისაზღვრება ამ წესით.
მუხლი 2
1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დ ასადგენად, სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს მათი მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღის ვადაში სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო დადგენილ ვადაში არ გასცემს შესაბამის ინფორმაციას, ითვლება, რომ არ არსებობს პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/ და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისთვის დამაბრკოლებელი გარემოება და მათ გაცემაზე უარის თქმის აღნიშნული საფუძველი.
მუხლი 3
სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები