„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის N203 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111012020, 13/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.016543
  • Word
382
08/10/2011
ვებგვერდი, 111012020, 13/10/2011
390050020.10.003.016543
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის N203 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 382

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის №203 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის ‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყით სარ­გებლობის ლიცენზიების გაცე­მის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვ­რობის 2005 წლის    11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებუ­ლებაში ცვლილებების შეტა­ნის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 სექ­ტემბრის №203 დადგე­ნილებაში (სსმ, 2007 წელი, მუხლი 1452) და მე-2 მუხლმე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. გარდამავალი დებულება

ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა, რათა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელთა მიერ 2011 წლის 1 ივლისამდე გამო­ყოფილ ტყეკაფზე მოპოვებულ მერქნულ რესურსზე მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით 2011 წლის      1 ივლისამდე არსებული მოსაკრებლის მიხედვით, ხოლო 2011 წლის 1 ივლისის შემდგომ გამოყოფილ ტყეკაფზე – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                           . გილაური