„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 381
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111012019, 13/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016542
  • Word
381
08/10/2011
ვებგვერდი, 111012019, 13/10/2011
010240030.10.003.016542
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 381

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის  №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში (სსმ, 31.12.2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

მამუკა ბარათაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

გოგა გუგავა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი

დავით ქევხიშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

დავით ჩხეიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ვაჟა პეტრიაშვილი       – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ფისკალურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                        ნ. გილაური