საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის თაობაზე

  • Word
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111012018, 13/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016541
  • Word
380
08/10/2011
ვებგვერდი, 111012018, 13/10/2011
040030000.10.003.016541
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 380

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაციის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. განხორციელდეს საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. ახალგორის საგანმანათ­ლებ­ლო რესურსცენტრის რეორგანიზაცია ყოფილი სამ­ხ­რეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრა­ციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასთან მიერთების გზით, 2011 წლის 20 ოქტომბრამდე.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მინისტრომ და ყოფილი სამ­ხ­რეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დრო­ებითი ადმინისტრა­ციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრა­ციამ უზრუნ­ველყონ საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტო­რიული ორგანოს – ქ. ახალგორის საგანმანათ­ლებლო რესურსცენტრის რეორგანიზაციასთან და­კავ­ში­რე­ბული, კა­ნონ­­მდებ­­ლო­ბით გა­თ­ვალისწინებული ღო­ნის­ძიებე­ბის გან­ხორ­ციე­ლება.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გა­მოქ­ვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                          . გილაური