„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111012015, 13/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.016539
  • Word
377
08/10/2011
ვებგვერდი, 111012015, 13/10/2011
470230000.10.003.016539
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 377

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლი­ცენ­ზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართ­ვე­ლოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენი­ლებაში (სსმ, 2010 წელი, №168) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლება:

1. დადგენილებით დამტკიცებული „სა­მე­დი­ცი­ნო საქმიანობის ლი­ცენ­ზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დე­ბუ­ლების (დანართი №1) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑5 პუნ­ქტი:

„5. ამ დებულების მე‑2 მუხლით განსაზღვრული ლიცენზიის გამ­ცე­­მი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს „ლი­­ცენ­­ზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათ­ვა­ლის­­წი­ნებული ყველა ღონისძიება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლო­ლების მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ იქნა შესაბამისი უფ­ლება მინიჭებული.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სტაციონარული და­წესებულ­ე­ბ­ის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დე­ბუ­ლების (და­ნარ­თი №2) მე‑7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑5 პუნ­ქტი:

„5. ამ დებულების მე‑2 მუხლით განსაზღვრული ნებართვის გამ­ცე­მი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს „ლი­ცენ­ზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათ­ვა­ლის­წი­ნებული ყველა ღონისძიება სტაციონარული დაწესებულების ნე­ბარ­თვის­ მფლობლების მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ იქნა შესა­ბა­მისი უფლება მინიჭებული.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            ნ. გილაური