„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 376
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111012014, 13/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.016538
  • Word
376
08/10/2011
ვებგვერდი, 111012014, 13/10/2011
290160000.10.003.016538
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 376

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრა­მების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასა­ტარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების გან­საზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემ­ბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წ., მუხ. 1798) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგენილებით დამტკიცებული „ჯან­მრ­თელობის და­ზღვევის პოლისების დარიგების წესის“ (დანარ­თი №5):

1. მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ბ) ბენეფიციარების მონაცემთა სისტემატიზაციას საცხოვ­რე­ბე­ლი ადგილის (ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ1“, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიცია­რე­ბი­სათვის) ან ბენეფიციარების მიხედვით (ვაუჩერის პირობების მე‑2 მუხ­­ლის მე‑2 პუნქტის „ა“, „ა1“, „ბ“, „გ2“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „ი“ ქვე­პუნ­ქტე­ბით გათვალისწინებული პირებისათვის);“.

2. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის პოლისის დარი­გე­ბის/გაცემის ფაქტი დასტურდება დამზღვევის/დაზღვეულის ხელმო­წერით და აისახება პროგრამაში. დამზღვევის/დაზღვეულის მიერ პო­ლისის დარიგებასთან/გადაცემასთან დაკავშირებით ხელმოწერილი დოკუმენტი ინახება მის გამცემ მხარესთან პოლისის მოქ­მედების ამო­წურვიდან 3 წლის განმავლობაში.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                                          . გილაური