„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9054
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 11/10/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111012006, 13/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016018
  • Word
9054
11/10/2011
ვებგვერდი, 111012006, 13/10/2011
000000000.00.00.016018
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება №9054

2011 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის  2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის 2742 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების (დანართი №8):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას (დარიცხვა, შემცირება);

თ) აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება და ადრესატისათვის გადაცემას;“;

ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან და გაფორმებასთან დაკავშირებით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება;“;

გ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსახორციელებლი/განხორციელებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული/სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;;

დ) მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

. ებანოიძე