დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურენოვანი ბლანკების, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის აღწერილობებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 132 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111011021, 11/10/2011 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.016199 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №132
2011 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურენოვანი ბლანკების, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის აღწერილობებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურენოვანი ბლანკების, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ბლანკის აღწერილობებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 2 აგვისტოს №114 ბრძანებაში (სსმ,03.08.2011წ. ვებგვერდი 110802040.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
1. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურენოვან ბლანკზე დატანილი უნდა იქნეს პირადობის ნეიტრალური მოწმობის ბლანკის რეგისტრაციის ნომერი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალების გარეშე, ასევე სერია და ინდივიდუალური ნომერი.
2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-აფხაზურ ენოვანი ბლანკის მეორე გვერდს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემისას უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის სპეციალური ბეჭედი.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
1. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-ოსურენოვან ბლანკზე დატანილი უნდა იქნეს პირადობის ნეიტრალური მოწმობის ბლანკის რეგისტრაციის ნომერი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალების გარეშე, ასევე სერია და ინდივიდუალური ნომერი.
2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის ქართულ-ოსურ ენოვანი ბლანკის მეორე გვერდს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემისას უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის სპეციალური ბეჭედი.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:
„ჟ) დოკუმენტის ტიპს;
„რ) გამცემი ორგანოს დასახელებას;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 13 ოქტომბრიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები