„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111011020, 11/10/2011
ძალაში შესვლის თარიღი 13/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016198
  • Word
131
11/10/2011
ვებგვერდი, 111011020, 11/10/2011
040030000.22.027.016198
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 13 1

2011 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ3“ ქვეპუნქტი:

„ზ3) პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის:

3.ა) გაცემის (შეცვლის) შესახებ განცხადების მიღება და განხილვა;

3.ბ) პერსონალიზაცია;

3.გ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;“;

ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სააგენტოს ქუთაისის სამსახური კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1“, „ვ2“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3“ და „ი8“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.”;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს აფხაზეთის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ე1“, „ე2“, „ვ”, „ვ1“ (გარდა „ვ1.ბ“ ქვეპუნქტისა), „ვ2“, „ზ2“, „ზ3“ (გარდა „ზ3.ბ“ ქვეპუნქტისა), „ი“-„ი2“, „ი6“, „ი7“ და „კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.“;

დ) 42, 43, 44 და 45 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. სააგენტოს ცხინვალის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა „ვ1.ბ“, „ზ“, „ზ1“„ზ3.ბ“, „ი3“ და „ი8“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.

43. სააგენტოს ძველი თბილისის და ბათუმის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის1.ბ“, „.“, „1.ბ“ და „ზ3“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

44. სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, საბურთალოს, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, მესტიის და რუსთავის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3“ და „ი8“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

45. სააგენტოს ახალქალაქის, ბოლნისის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, გორის, ხელვაჩაურის, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახმეტის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, მარტვილის, საგარეჯოს, სენაკის, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, წალკის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, ლენტეხის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ცაგერის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხონის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის1.ბ“, „.“, „1.ბ“, „ზ3“, 3“ და8“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2. მე -2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46 პუნქტი:

„46. სააგენტოს ახალგორის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3.ბ“, „ი3“ და8“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

3. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ცენტრები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ვ1.გ“ და „ზ.და1.ბქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ხოლო ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის და ქუთაისის ცენტრები ასევე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ3.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

4. მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „82“ პუნქტი:

„82. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე პირადობის ნეიტრალურ მოწმობას და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტოს აფხაზეთის სამსახური, ხოლო ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე – ცხინვალის ან ახალგორის სამსახურები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 13 ოქტომბრიდან.

 ზ. ადეიშვილი