დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩინება სს „ქუთაისის ავტოქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/324 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 07/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111011018, 12/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2011 წლის 7 ოქტომბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ განიხილა სს ,,ქუთაისის ავტოქარხნის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით სს ,,ქუთაისის ავტოქარხნის’’ მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
2011 წლის 06 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,ქუთაისის ავტოქარხნის’’ გაკოტრების მმართველმა დავით ჯიქიამ და წარმოადგინა სს ,,ქუთაისის ავტოქარხნის’’ საბოლოო ანგარიში და საბოლოო ანგარიშის მოსასმენად ითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს სს „ქუთაისის ავტოქარხნის’’ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე, 29-ე, სსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეულ იქნეს სს ,,ქუთაისის ავტოქარხანის’’ კრედიტორთა კრება 2011 წლის 21 ოქტომბერს 14:00 საათზე.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3. კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხი:
ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გ. აბუსერიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები