დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111011013, 18/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016067 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2011 წლის 3 ოქტომბერი
დ. ხარაგაული
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 აგვისტოს №31 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე , ვებგვერდი, 2011 წლის 12 აგვისტო ).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 აგვისტოს №31 დადგენილებაში და დადგენილების პირველ ი მუხლით დამტკიცებული წესის მე -2 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 15 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს) – მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშა ობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ა . მაჭავარიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები