საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111011010, 19/10/2011
ძალაში შესვლის თარიღი 22/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016053
  • Word
0
21/02/2011
ვებგვერდი, 111011010, 19/10/2011
480610000.03.030.016053
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში მხარეებად” წოდებულნი,

ესწრაფიან რა, ხელი შეუწყონ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას,

სურთ რა, გაეროს წესდების შესაბამისად, განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობა ორ ერს შორის,

მიიჩნევენ რა, ურთიერთსასარგებლოდ სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვასა და აზრთა გაცვლას ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად,

თანხმდებიან შემდეგზე:

    მუხლი 1

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო ასპარეზზე ორი სახელმწიფოს დაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და გაეროს წესდების შესაბამისად, ყველა სახელმწიფოსთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.   

    მუხლი 2

ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიზნით მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს საერთაშორისო და ორმხრივი მნიშვნელობის საკითხებზე სამინისტროების ან სხვა დონეზე.

    მუხლი 3

წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მხარეები დაადგენენ, რომ არანაკლებ წელიწადში ერთხელ გაიმართოს კონსულტაციები, აგრეთვე ამ კონსულტაციების დღის წესრიგს, დროსა და ადგილს.

    მუხლი 4

კერძოდ, კონსულტაციები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

. პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

. რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესს;

. საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარეა.   

    მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას.  

    მუხლი 6

მხარეები უზრუნველყოფენ, რომ შეიქმნას პირობები უშუალო კონტაქტის დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის სტაჟიორთა გაცვლის, აგრეთვე კონსულტაციებისა და სემინარების გამართვის გზით.

    მუხლი 7

მხარეებს შორის ამ ოქმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების და/ან მოლაპარაკების გზით.

 

    მუხლი 8

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ოქმში, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს ოქმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.  

    მუხლი 9

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის იმ თარიღიდან, როცა მხარეები ერთმანეთს აცნობებებნ ამ ოქმის ძალაში შესვლისათვის შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულების თაობაზე, მათი კანონმდებლობის მოთხოვნის გათვალისწინებით და ის იმოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ არც ერთი მხარე მიმდინარე ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე, წერილობითი ფორმით, დიპლომატიური არხების საშუალებით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება.

 

შესრულებულია . დოჰაში, 2011 წლის 21 თებერვალს ორ დედნად, თითოეული ქართულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად თენტიკურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა

სამინისტროს სახელით

 

(ხელმოწერილია)

_______________________

 

 

 

 

კატარის სახელმწიფოს საგარეო

საქმეთა სამინისტროს სახელით

 

(ხელმოწერილია)

________________________