„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 167/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 10/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111011004, 18/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016204
  • Word
167/ნ
10/10/2011
ვებგვერდი, 111011004, 18/10/2011
430010000.22.022.016204
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 167/ნ

2011 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (ვებპორტალი 210211) დამტკიცებულ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-13 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. აბიტურიენტთა მიღების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 15 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა).

3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 25 დეკემბრისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში.

4. ანკეტის ფორმა მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არა უგვიანეს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის პირველი ნოემბრისა.,

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.  შაშკინი