დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111010027, 10/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016042 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №86/04
2011 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (სსმ ვებპორტალი, 110408016, 12.04.2011) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ გადარიცხვა.“.
მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ გადარიცხვების შეუფერხებლად წარმოების აუცილებლობით.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები