განჩინება სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/8768-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/10/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111010024, 11/10/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/8768-11
10/10/2011
ვებგვერდი, 111010024, 11/10/2011
განჩინება სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქართველოს სახელით

2011 წლი10 ოქტომბერი                  

 ქ.  თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებლები (კრედიტორები): 1. სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის

                                                                    კომერციული ოპერატორი’’

წარმომადგენელი: ირინა მილორავა (გენერალური დირექტორი)

საიდენტიფიკაციო კოდი: 205170036

                                                              2. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა’’

წარმომადგენელი: სულხან ზუმბურიძე (მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველი)

საიდენტიფიკაციო კოდი: 204995176

მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2011 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის’’ გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ და შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ და მოითხოვეს სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 აგვისტოს განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული   პირიაღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომაღსრულების ეროვნული ბიურო).

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომრიგებელთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი იქნა გადაწყვეტილება ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მიაჩნია, რომ დანიშნული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნეს საკითხები: 1) მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ; 2) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხები.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27- მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285- მუხლებით

:

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 11 ოქტომბერს 13:00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (. თბილისი, ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. 6, დარბაზი №29).

2. განჩინება გამოქვეყნდესსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიდა სასამართლოს დაფაზე;

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ამავე სასამართლოში მხარეებისათვის განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე          თ. ჭუნიაშვილი