,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/10/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111010019, 18/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 10/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016059
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
33
07/10/2011
ვებგვერდი, 111010019, 18/10/2011
010250020.35.144.016059
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/10/2011 - 04/11/2011)

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №33

2011 წლის 7 ოქტომბერი

ქ. ქარელი

,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №18 დადგენილებაში (სსმ V, №32, 30.09.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) იურიდიული განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნისა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებლის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის გადაწყვეტილებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 მუხლები:

     ,,მუხლი 4. სამსახურის კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები

სამსახურის კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;

ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;

გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;

დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;

ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;

ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

ნ) მოხელეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ო) მოხელეთა პირადი საქმეების წარმოებას; სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით“.

     „მუხლი 5. იურიდიული განყოფილების ფუნქციები

 სამსახურის იურიდიული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან;

გ) საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას;

დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტში მიღებული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.

2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            პ. ღვინიაშვილი