ერთობლივი კომუნიკე საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის თაობაზე

  • Word
ერთობლივი კომუნიკე საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/01/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 06/03/1998
ძალაში შესვლის თარიღი 21/04/1995
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000122
  • Word
-
19/01/1995
ვებგვერდი, -, 06/03/1998
430003000.00.000.000122
ერთობლივი კომუნიკე საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელითა უზენაესისაითა

ერთობლივი კომუნიკე

საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის. ბატონ ედუარდ შევარდნაძის მოწვევით 1995 წლის 19 აპრილიდან 21 აპრილამდე, შესაბამისად, 1374 წლის 30 ფარვანდინიდან 1 ორდიბეჰეშთამდე ჰიჯრით, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო დელეგაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი აღმატებულების, აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის ხელმძღვანელობით.

ამ ვიზიტის დროს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ჰაშემი რაფსანჯანის შეხვედრები და მოლაპარაკებები ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან სახელმწიფოს მეთაურთან, მის აღმატებულება ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან, მისი აღმატებულება შეხვდა აგრეთვე ბატონ ოთარ ფაცაციას – პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვახტანგ გოგუაძეს – პარლამენტის სპიკერს, ბატონ ალექსანდრე ჩიკვაიძეს – საგარეო საქმეთა მინისტრს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება ჰაშემი რაფსანჯანი შეხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, დაათვალიერა საავიაციო მრეწველობის ობიექტი, შავი ზღვის მნიშვნელოვანი ნავსადგურები – ფოთი და ბათუმი.

მოლაპარაკებებში რომლებმაც ჩაიარა ურთიერთნდობისა და გულწრფელობის ატმოსფეროში, კეთილგანწყობისა და მეგობრობის პრინციპებზე დაყრდნობილი ორმხრივი ურთიერთობების გარდა, რომელთა შესახებაც გაიმართა კონსტრუქციული და ნაყოფიერი მოლაპარაკებები, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები, ორივე მხარისათვის საინტერესო რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.

– დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რა, უმაღლეს დონეზე ჩატარებულ შეხვედრებს, ორივე მხარე აღნიშნავს, რომ განავითარებს ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, მათი შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით.

– ითვალისწინებენ რა რეგიონის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას, მხარეები ადასტურებენ თავიანთ მზადყოფნას განაგრძონ პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

– მხარეები, საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული პრინციპების პატივისცემის საფუძველზე, აღიარებენ თავიანთ ერთგულებას სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

– განიხილეს რა, რეგიონული კონფლიქტები კავკასიაში და მათი უარყოფითი გავლნა უსაფრთხოებასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ რეგიონის ქვეყნების და საერთაშორისო თანამეგობრობის სამშვიდობო საქმიანობას.

ამ კუთხით საქართველოს რესპუბლიკა დადებითად აფასებს ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალისხმევას, მიმართულს რეგიონუილ კონფლიქტების მოწესრიგებისკენ.

– მხარეები, აღიარებენ რა მრავალმხრივ რეგიონულ თანამშრომლობას უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტად, მიესალმებიან აგრეთვე მრავალმხრივი შეხვედრების ჩატარებას ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.

– ორივე მხარე ადასტურებს, რომ უნდა გაგრძელდეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის.

– ორივე მხარე, კმაყოფილებით მიესალმება რა ეკნომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქმიანობის პირველ შედეგებს დასძენს, რომ აუცილებელია მიღწეული შეთანხმებების შესრულება და ამ კომისიის მეორე სხდომის ჩატარება ქალაქ თბილისში.

– ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებისა და გაღრმავების, აგრეთვე სავაჭრო ხელშეკრულების დებულებათა შესრულების მიზნით, ორი ქვეყნის ვაჭრობის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგანზრახულობათა ოქმს, რის საფუძველზეც მომზადდება საჭირო ნიადაგი ერთობლივი ფირმების დასაფუძნებლად და, აგრეთვე, ირანული საქონლის იმპორტისათვის საქართველოში.

– ორივე ქვეყნის პასუხისმგებემა პირებმა, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ მრეწველობის სფეროში, კერძოდ, ირანულმა ფირმებმა მიიღონ მონაწილეობა ქარხნების ამოქმედების, მათი ინვესტირების, აგრეთვე ელექტრო და თბოელექტროსადგურების რეკონსტრუქციისა და რემონტის, მათი საჭირო მოწყობილობებით უზრუნველყოფის საკითხებში.

– მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად მომავალი ერთი თვის მანძილზე მოამზადებენ შეთანხმებას ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, აგრეთვე შეთანხმებას ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, და ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მეორე სხდომაზე მათ ხელს მოაწერენ.

– ქართული მხარე თანახმაა, მისცეს საჭირო შეღავათები ირანულ ფირმებს საქართველოში ტექნიკური და საინჟინრო მომსახურების სფეროში.

– ორი ქვეყნის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მოწონებულ და ხელმოწერილ იქნა ურთიერთგანზრახულობათა ოქმი ორი ქვეყნის საბაჟოებს შორის თანამშრომლობის შესახებ, რაც გააადვილებს საქონლის ექსპორტსა და იმპორტს ორ ქვეყანას შორის და ხელს შეუწყობს მათ სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას.

– აღნიშნავენ რა, ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის დარგში თანამშრომლობის საჭიროებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკურ ურთიერთობებში, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი მოაწერონ ურთიერთგანზრახულობათა ოქმს ტრანსპორტის სფეროში, რაც ითვალისწინებს ფოთის ნავსადგურიდან ირანის საზღვრამდე არსებული სარკინიგზო ხაზის ამოქმედებას, აგრეტვე შეთანხმდნენ ქალაქ ფოთში ირანული სატვირთო მანქანებისათვის ტერმინალის დაფუძნების თაობაზე.

– მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ სოფლის მეურნეობის, კერძოდ, წარმოების, მიწათმოქმედების, აგრარული კვლევის, ტექნოლოგიების გაზიარების, ცოდნისა და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლის, სპეციალისტების მომზადების, სამეცნიერო სემინარებისა და კონფერენციების ჩატარების საკითხებში და გამოთქვეს მზადყოფნა შეასრულონ ურთიერთგანზრახულობათა ოქმის დებულებანი სოფლის მეურნეობის დარგში თანამშროლობის შესახებ.

– გამოთქვამენ რა კმაყოფილებას ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების არსებობით, შეთანხმებას კულტურის, მეცნიერებისა და განათლების, ტურიზმისა და სპორტის საკითხებზე, და მასთან დაკავშირებულ განზრახულობათა ოქმს, რომელიც ამ ვიზიტის დროს იქნა ხელმოწერილი, მხარეები ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

მისი აღმატებულება, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ჰაშემი რაფსანჯანი დიდ მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, საქართველოს სახელმწიფო მეთაურს მის აღმატებულება ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, გულთბილი მასპინძლობისათვის და სთხოვს მას ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რაზედაც მიღებულ იქნა თანხმობა.

წინამდებარე კომუნიკე ხელმოწერილ იქნა ორი ქვეყნის – ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელების მიერ 1995 წლის 21 აპრილს, მზის ჰიჯრით 1374 წლის 1 ორდიბეჰშთს ქალაქ თბილისში.

აღნიშნული კომუნიკე შედგენილია ორ ენაზე ქართულად და სპარსულად და თითოეულ მათგანს თანაბარი ძალა აქვს.

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური

აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი

 ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი