საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 1999 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №2/77/1

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 1999 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №2/77/1
დოკუმენტის ნომერი 2/77/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 27/07/1999
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 27/07/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
2/77/1
27/07/1999
ვებგვერდი, -, 27/07/1999
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 1999 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №2/77/1
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგიის
გადაწყვეტილება №2/77/1
საქართველოს სახელით
1999 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგია ადგენს:

1. მოსარჩელეების – მალხაზ მუმლაძის, ეთერ ჟიჟილაშვილის, ზურაბ სამხარაძის, დავით ალხაზიშვილის, აზა ნადიბაიძის, ადელაიდა ჭოჭელის, ზურაბ ანიკაშვილის, ირაკლი კიკაძის, თეიმურაზ გვერდწითელის და გურამ შუღლიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ივ ისის №328 ბრძანებულებისა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაჩქარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 30 ივნისის №1-3-422 ბრძანების – „საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ივლისის №328 ბრძანებულებით დამტკიცებული სიით განსაზღვრული სააქციო საზოგადოების აქციების ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონზე გაყიდვის შესახებ“ დაკმაყოფილდეს, №1 დანართში „მრეწვავტომატსაკის“ ნულოვან აუქციონზე გასაყიდ ობიექტთა სიაში შეტანა ჩაითვალოს არაკონსტიტუციურად (დანართი №1, კოდი 874);

2. აღნიშნული ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილი ძალადაკარგულად ჩაითვალოს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სხდომაზე გამოცხადების მომენტიდან;

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;

5. ამ გადაწყვეტილების პირები გაეგზავნოთ მოსარჩელეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს და უზენაეს სასამართლოს;

6. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს შვიდი დღის ვადაში.

 

კოლეგიის წევრები:

1. გია მეფარიშვილი

2. ავთანდილ აბაშიძე

3. ლამარა ჩორგოლაშვილი

4. ზაურ ჯინჯოლავა