დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111010001, 17/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016203 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №166/ნ
2011 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №9/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №9/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 070211) დამტკიცებულ ,,პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესი და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა”-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. აბიტურიენტი, რომელმაც გადალახა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტისათვის გათვალისწინებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ვერ მოხვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ რანჟირების დოკუმენტში, უფლებამოსილია პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე ჩაირიცხოს IV საფეხურზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – V საფეხურზე.“ .
მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები