სს „ქიმბოჭკო“-ს გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს „ქიმბოჭკო“-ს გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-73-09
დოკუმენტის მიმღები რუსთავის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 06/10/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111006020, 06/10/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2-73-09
06/10/2011
ვებგვერდი, 111006020, 06/10/2011
სს „ქიმბოჭკო“-ს გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

2011 წლის 6 ოქტომბერი

                       

ქ. რუსთავი

 

 რუსთავის საქალაქო სასამართლოს

 

მოსამართლე ლ. ლიპარტელიანმა

 

ერთპიროვნულად განიხილა სს „ქიმბოჭკოს“ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

2011 წლის 10 ოქტომბერს,  15:00 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოში (გაკოტრების სასამართლოში) მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. 6, მოწვეულ იქნს სს ქიმბოჭკოს” კრედიტორთა რიგგარეშე კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. სამეურვეო მასაში არსებული ქონების კრედიტორთა შორის ნატურის წესით განაწილების საკითხის განხილვა;

2. სს ქიმბოჭკოს” გაკოტრების საქმეზე ახალი კრედიტორის შპსაუდიტ გურამის” მოთხოვნის შემოწმება;

3. კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დაეგზავნოთ მოვალეს, გაკოტრების მმართველს და კრედიტორებს;

4. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში;

5. კრედიტორთა კრების მომზადება და ორგანიზაციულად უზრუნველყოფა, მათ შორის განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა, დაევალოს გაკოტრების მმართველს ვახტანგ კეკელიძეს;

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სს ქიმბოჭკოს” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის იმ მხარის მიერ, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელსაც უშუალოდ ეხება განჩინება მისი გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოშ (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. 6) კერძო საჩივრის შეტანის გზით.

  მოსამართლე                  ლ. ლიპარტელიანი