საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111006013, 11/10/2011
ძალაში შესვლის თარიღი 26/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016051
  • Word
0
26/08/2011
ვებგვერდი, 111006013, 11/10/2011
480610000.03.030.016051
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა

და

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

და

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი,

ხელმძღვანელობენ რა სუვერენიტეტისა და თანასწორობის პატივისცემისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად,

ითვალისწინებენ რა ორივე მხარისთვის სხვადასხვა დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების გამართვისა და აზრთა გაზიარების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესის რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფენ რეგულარული შეხვედრების ორგანიზებას პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების მიზნით იმ საკითხებზე, რომლებიც შედის მათი კომპეტენციის სფეროში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 2

შეხვედრები გაიმართება თბილისსა და ბრაზილიაში მონაცვლეობით. დელეგაციების დონე, ასევე შეხვედრების თარიღები და დღის წესრიგი დადგინდება დიპლომატიური არხების საშუალებით.

    მუხლი 3

მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი შეთანხმებით შექმნან სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ ასეთ სამუშაო ჯგუფებში მიიწვიონ სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ან მესამე მხარეთა წარმომადგენლები.

    მუხლი 4

მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას თავიანთ შესაბამის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში.

    მუხლი 5

მხარეთა შეთანხმებით აღნიშნულ ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები.

    მუხლი 6

1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ავტომატურად განახლდება შემდგომი ერთ (1) წლიანი ვადებით.

2. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხების საშუალებით განაცხადოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მოქმედება შეუწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმს. შეწყვეტა ძალაში შევა შეტყობინების დღიდან ექვსი (6) თვის შემდეგ.

შესრულებულია ქ. ბრაზილიაში, 2011 წლის 26 აგვისტოს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.  განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

 

 

 

გრიგოლ ვაშაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

 

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს სახელით

 

 

ანტონიო აგიარ პატრიოტა

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა მინისტრი