საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სურინამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სურინამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111006012, 11/10/2011
ძალაში შესვლის თარიღი 20/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016052
  • Word
0
20/09/2011
ვებგვერდი, 111006012, 11/10/2011
480610000.03.030.016052
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სურინამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სურინამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სურინამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი,

ესწრაფიან რა ხელი შეუწყონ თავიანთ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას,

სურთ რა, გაეროს წესდების შესაბამისად განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობა ორ ერს შორის,

მიიჩნევენ რა ურთიერთსასარგებლოდ სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვასა და აზრთა გაცვლას ორივე მხარის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად,

თანხმდებიან შემდეგზე:

    მუხლი 1

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სურინამის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო ასპარეზზე თავიანთი ორი სახელმწიფოს დაახლოების, საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და გაეროს წესდების შესაბამისად ყველა სახელმწიფოსთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. 

    მუხლი 2

ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიზნით, მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს საერთაშორისო და ორმხრივი მნიშვნელობის საკითხებზე მინისტრების ან სხვა დონეზე.

    მუხლი 3

წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მხარეები დაადგენენ, რომ არანაკლებ წელიწადში ერთხელ გაიმართოს კონსულტაციები, აგრეთვე ამ კონსულტაციების დღის წესრიგს, დროსა და ადგილს.

    მუხლი 4

კონსულტაციები უნდა მოიცავდეს შემდეგს, კერძოდ:

. პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

. რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესს;

. საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც ორივე მხარის სახელმწიფოა.  

    მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, საინფორმაციო და სხვა სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას.

    მუხლი 6

მხარეები უზრუნველყოფენ, რომ შეიქმნას პირობები უშუალო კონტაქტის დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის თანამშრომელთა გაცვლის, აგრეთვე კონსულტაციებისა და სემინარების გამართვის ორგანიზებით.

    მუხლი 7

მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.

    მუხლი 8

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, შეიძლება შეტანილ იქნ ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.

    მუხლი 9

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე, ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე, წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს ოქმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის თაობაზე.

 

შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2011 წლის 20 სექტემბერს ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჰოლანდიურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ათენტიკურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.

 

საქართველოს საგარეო  საქმეთა სამინისტროს სახელით

 

                                        ხელმოწერილია

სურინამის რესპუბლიკის საგარეო

საქმეთა სამინისტროს სახელით

                                         

                                            ხელმოწერილია