დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111006011, 12/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.133.016045 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2011 წლის 4 ოქტომბერი
დ. ხელვაჩაური
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“ №77, 14,07,2010, გვ.15-19) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) მახინჯაურის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მახინჯაური, შუა მახინჯაური, განთიადი);
ბ) ორთაბათუმის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები; ორთაბათუმი, მასაურა, აგარა, კაპრეშუმი, სალიბაური, ქვედა სალიბაური, ყოროლისთავი, წინსვლა);
გ) ახალშენის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალშენი, ზედა ახალშენი, სამება, ქვედა სამება, ხეღრუ, განახლების ნაწილი);
დ) ფერიის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფერია, განახლების ნაწილი, მნათობი, ახალშენის მეურნეობის დასახლება);
ე) შარაბიძეების ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: შარაბიძეები, ზანაქიძეები, ერგე, ზედა ერგე, ზემო ჯოჭო, ქვემო ჯოჭო, მახვილაური, ხელვაჩაური);
ვ) ჭარნალის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჭარნალი, ზედა ჭარნალი, ავგია, ახალსოფელი);
ზ) სარფის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სარფი);
თ) თხილნარის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: თხილნარი, აგარა, ომბოლო, მურმანეთი,ზედა თხილნარი, მახო, სიმონეთი, თხილნარის ყოფილი მეურნეობა);
ი) აჭარისწყლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: აჭარისწყალი, კაპნისთავი, კიბე, მაღლაკონი, მაჭახლისპირი, მირვეთი, ხერთვისი);
კ) კირნათის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კირნათი, ზედა კირნათი, შუშანეთი, კობალეთი, გვარა, ძაბლავეთი, მარადიდი);
ლ) მაჭახელას ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზედა ჩხუტუნეთი, აჭარისაღმართი, სინდიეთი, ქედქედი, სკურდიდი, ქვედა ჩხუტუნეთი, ცხემლარა, ქოქოლეთი, ქვედა ქოქოლეთი, ჩიქუნეთი).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები