დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის N 156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 174 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111006003, 12/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.038.016069 |
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №174
2011 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №156 ბრძანებით (სსმ III, 15.11.2010წ., №149, მუხ.2113) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური
1. სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური:
ა) ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას, აგრეთვე დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასამართლო დავებზე დეპარტამენტის წარმომადგენლობას;
გ) დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს დასკვნას;
დ) ადებს ვიზას დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, დეპარტამენტში მომზადებული სამართლებრივი ხასიათის დასკვნების და წინადადებების პროექტებს;
ე) ამოწმებს დაწესებულების თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების იურიდიულ მხარეს , შემოწმების შედეგებზე აკეთებს შესაბამის დასკვნებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
ვ) უფლებამოსილებების ფარგლებში ატარებს დეპარტამენტში ერთიან საკადრო პოლიტიკას ;
ზ) ნომენკლატურის ფარგლებში განიხილავს, ამზადებს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს მასალებს თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ;
თ) ნომენკლატურის ფარგლებში ამზადებს ბრძანების პროექტებს მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დათხოვნის, წახალისებისა და დ ისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულების, მივლინებისა და შრომითი ხელშ ეკრულების შესახებ;
ი) აწარმოებს მოსამსახურეთა პირად საქმეებს (ნომენკლატურის ფარგლებში) და საკადრო-სტატისტიკურ აღრიცხვიანობას;
კ) უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების თანამშრომლებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების გაცემას;
ლ) აწარმოებს დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ნამსახურობის ბარათებს, ამზადებს მასალებს მათი სამსახურში ჩარიცხვის, წოდების მინიჭების, გადაადგილების, დათხოვნის შესახებ;
მ) განიხილავს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ წერილებსა და განცხადებებს;
ნ) ნომენკლატურის ფარგლებში ამზადებს მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მასალებს;
ო) ამზადებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ანგარიშებს სამინისტროსათვის წარსადგენად;
პ) ზედამხედველობას უწევს დაწესებულებათა საკადრო ქვედანაყოფების საქმიანობას;
ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
3. სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება სამართლებრივი და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. “.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები