„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 778
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111005007, 10/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016082
  • Word
778
04/10/2011
ვებგვერდი, 111005007, 10/10/2011
280120000.22.026.016082
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება778

2011 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებსაქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის 560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის 560 ბრძანებაში (სსმ III, 2007წ., 134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების 38-ე და 381 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

38. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) მძიმე დაზიანება – 7000 ლარი;

ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3000 ლარი.

დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

381. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის დაჭრის/დასახიჩრების ან მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, თანამშრომელს სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) მძიმე დაზიანება – 7000 ლარი;

ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანება – 3000 ლარი.

დაზიანების სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.”.

2. ბრძანების მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„40. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის, ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მითითებულ ოჯახს დამატებით შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში მყოფი პირის ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის სხვა შემთხვევაში მის ოჯახს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს ერთჯერადი დახმარება შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით. ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.”.

3. ბრძანებას დაემატოს 421 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„421. ამ ბრძანების 38-ე, 381, მე-40 პუნქტებით გათვალისწინებული პირების მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ არსებობს ან დადგინდება ვალდებულების წარმოშობის შემდეგი გამომრიცხავი გარემოებები:

ა) ამ ბრძანების 38-ე, 381, მე-40 პუნქტებით გათვალისწინებული პირები განზრახ ან/და უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადნენ სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინათ ამავე პუნქტებში განსაზღვრული შედეგები;

ბ) ამ ბრძანების 38-ე, 381, მე-40 პუნქტებით განსაზღვრული შედეგები წარმოადგენენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან/და ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების ან/და წინდახედულობის ნორმების უხეში დარღვევის (დაუცველობის ან/და არაჯეროვანი შესრულების) შედეგს.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ახალაია