დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცხოველთა საკარანტინო წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 1 მაისის №2-71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-173 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111005002, 06/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340090000.22.032.016044 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-173
2011 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ ცხოველთა საკარანტინო წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 1 მაისის № 2-71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ ცხოველთა საკარანტინო წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 1 მაისის № 2-71 ბრძანებით (სსმ III, 10.05.2006, № 64, მუხ.828) დამტკიცებულ „ ცხოველთა საკარანტინო წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
ა) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები (შემდგომში – ტერიტორიული ორგანოები) ვალდებულნი არიან ინფორმაცია მიაწოდონ ერთმანეთს ცხოველებისა და ადამიანების ჯილეხით დაავადების შესახებ. ჩაატარონ ეპიზოოტიური და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები ინფექციის წყაროს დადგენისათვის, დასახონ და გაატარონ დაავადების სალიკვიდაციო ერთობლივი ღონისძიებები.“ ;
ბ) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. თურქულის დიაგნოზის დადგენისას ტერიტორიულმა ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს არაკეთილსაიმედო პუნქტზე კარანტინის დაწესებაზე, თურქულის საკარანტინო, სალიკვიდაციო ღონისძიებათა გეგმა.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას არაკეთილსაიმედო პუნქტზე კარანტინის დაწესების შესახებ ეპიზოოტიის კერის საზღვრების, არაკეთილსაიმედო პუნქტის და საშიში ზონის მიჯნების აღნიშვნით.“ ;
გ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თურქულის გაჩენის შესახებ შეტყობინების მიღებისას დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო ეპიზოოტიურ ბიუროს, მეზობელი ქვეყნების შესაბამის სამინისტროებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და აგზავნის ვეტერინარ სპეციალისტებს ადგილზე სნეულების გავრცელების აღკვეთის და ლიკვიდაციის კომპლექსურ ღონისძიებათა ორგანიზაციასა და გატარებაში დახმარების აღმოსაჩენად.“ ;
დ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. ტერიტორიული ორგანო ამოწმებს დასკვნითი ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებების ჩატარების სისრულეს, ცხოველების თურქულზე კეთილსაიმედოო ბას, რის შემდეგ დაწესებული ფორმით ადგენს ოქმს კარანტინის მოხსნის შესახებ და წარუდგენს შესაბამის ორგანოებს, თუ არაკეთილსაიმედო პუნქტში ყველა ცხოველი იქნა დაკლული, ამ შემთხვევაში კარანტინს ხსნიან სათანადო ვეტერინარული ღონისძიების ჩატარების შემდეგ.“;
ე) მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 9. მეცხოველეობის და მცენარეული პროდუქტები, ცხოველთა საკვები, რომელიც კარანტინის პერიოდში მოთავსებული იყო არაკეთილსაიმედო პუნქტში და არ იყო მასთან შეხებაში, თურქულით ავადმყოფი ცხოველები შეიძლება გატანილ იქნეს მხოლოდ იმავე ტერიტორიის ფარგლებში ტერიტორიული ორგანოების თანხმობით.“;
ვ) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11 . კარანტინის მოხსნის შემდეგ ცხოველების ვაქცინაცია თურქულის საწინააღმდეგოდ წარმოებს ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.“;
ზ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2 . ტერიტორიული ორგანო და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები ადგენენ ტუპერკულოზის პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის ღონისძიებათა გეგმებს ცხოველის ცალკეული სახეობის მიხედვით. ასეთივე გეგმები შემუშავდება დასახლებული პუნქტისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მიხედვით. ტუბერკულოზის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის, სამეურნეო-სპეციალური, განსაკუთრებული პირობებისა და რეჟიმის დაწესება და მოხსნა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმ ართველობის ორგანოების მიერ.“;
თ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) მწარმოებლის შეყვანა დასაშვებია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ტერიტორიული ორგანოების ნებართვით, ბრუცელოზთან ბრძოლის ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით.“;
ი) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 8. ზაფხულში ცხოველთა სადგომებს (ფარეხებს, საღორეებს და სხვა) ასუფთავებენ ნაკელისგან, უკეთებენ დეზინფექციას და ტოვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში სანაციაზე. ასეთ სადგომში ჯამრთელი ცხოველის შეყვანა შეიძლება ტერიტორიული ორგანოების ნებართვით, სასანაციო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ.“;
კ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„12 . ამ მუხლით გათვალისწინებული საკარანტინო-შემზღუდავი ღონისძიებები არ გამოიყენება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბრუცელოზის გავრცელებისა და დაავადების აღმძვრელი სახეობის დადგენის მიზნით ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილი დაავადების შემთხვევებში.“;
ლ) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. ცოფის სნეულების გამოვლინების შემთხვევაში ტერიტორიული ორგანო ოპერატიულად და წერილობით აცნობებს მომიჯნავე რეგიონების ტერიტორიულ ორგანოებს, ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივ ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
2. ტერიტორია, სადაც გამოვლინდა ცოფის სნეულება, ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ტერიტორიული ორგანოს წარდგინებით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით ცხადდება ცოფის სნეულების მხრივ არაკეთილსაიმედოდ.“;
მ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. ტერიტორიული ორგანოს წარდგინების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ცოფის სნეულების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით აწესებენ კარანტინს და სამეურნეო საქმიანობის განსაკუთრებულ პირობებს.“;
ნ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 6. გარეულ მტაცებელ ცხოველებში ცოფის გაჩენისას, ტერიტორიული ორგანო, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად, მათი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს ზომებს არაკეთილსაიმედო კერაში ცოფის ამთვისებელ ცხოველებში დაავადებული ინდივიდების გამოსავლენად და მათი სულადობის შესამცირებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სანადირო სეზონურობის გათვალისწინების გარეშე.“;
ო) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 8. ცოფის მხრივ არაკეთილსაიმედო კერაში შეზღუდვები მოიხსნება ტერიტორიული ორგანოს წარდგინებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შეზღუდვების მოხსნის წინა დასკვნით ღონისძიებათა ჩატარებისა და ცხოველის ცოფით დასენიანების უკანასკნელი შემთხვევიდან 2 თვის გასვლის შემდეგ.“;
პ) მე-5 მუხლის მე- 10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 10. შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემულ სერტიფიკატში გაურკვევლობისა და ცხოველის ჯანმთელობაზე ეჭვის მიტანის ყველა შემთხვევაში, ცხოველები ექვემდებარებიან იზოლაციას, საკარანტინო ზედამხედველობის ორგანოების სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე.“;
ჟ) მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 12. ტერიტორიული ორგანო ვალდებულია ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად შეიმუშაოს ცოფთან ბრძოლის კომპლექსური გეგმა, მათთან ერთად განახორციელოს მუშაობა პრესის, რადიოს, ტელევიზიისა და სხვა საინფორმაციო საშუალებათა ფართო გამოყენებით, მოსახლეობისათვის ცოფის დაავადების მოსალოდნელი საშიშროებისა და პროფილაქტიკის საკითხზე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები