სს „ქართული ფოლადი“-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ

  • Word
სს „ქართული ფოლადი“-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/10974-2011
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 03/10/2011
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111005001, 05/10/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/10974-2011
03/10/2011
ვებგვერდი, 111005001, 05/10/2011
სს „ქართული ფოლადი“-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე

2011 წლის  3 ოქტომბერი                                     

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

განმცხადებელი  სს „ქართული ფოლადი“

წარმომადგენელი  ირაკლი მეძმარიაშვილი

 

მოთხოვნა  გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „ქართული ფოლადის დირექტორის ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადება საზოგადოების გადახდისუუნარობის შესახებ,

გამოარკვია

2011 წლის 30 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის განცხადებით მიმართა სს „ქართული ფოლადისდირექტორმა ირაკლი მეძმარიაშვილმა და მოითხოვა საზოგადოების მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.

 სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენები, მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაშ.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. სს „ქართული ფოლადი“-ს დირექტორის ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადება სს „ქართული ფოლადისგადახდისუუნარობის შესახებ მიღებულ იქნს სასამართლოს წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების              ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმელობის შემთხვევაში სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს. შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყონებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.

5. ნემარტოს სს „ქართული ფოლადისდირექტორს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფომაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

6. შეჩერდეს სს „ქართული ფოლადისმიმართ იძულებითი აღსრულება.

7. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.

8. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნს 2011 წლის 7 ნომბერს, 11:00 საათზე, თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, 6);

9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, გაზეთში „24 საათი“, გაზეთში „სიტყვა და საქმე“, სასამართლოს ვებგვერდზე (WWW.TCC.GOV.GE) და სასამართლო დაფაზე.

 10. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, 6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე               ლ. ქოჩიაშვილი