,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 583
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111004012, 04/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 140080000.08.002.016331
  • Word
583
04/10/2011
ვებგვერდი, 111004012, 04/10/2011
140080000.08.002.016331
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის №11 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება583

2011 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის 11 ბრძანებულებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

1.    ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 იანვრის 11 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 ., 3, მუხ. 28)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

)    ბრძანებულების 41-, 42-ე და 43-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით (დანართი 1).

42.  დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ  მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოების  ნუსხა (დანართი 2).

43.  დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის (დანართი 3).”;

ბ)    ბრძანებულების 52-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

52. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის  მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული სახეობებისა და სეზონურობის გათვალისწინებით, განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მოხმარების (სარგებლობი) პერიოდულობის მიხედვით. კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს, რომელიც, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ მოიხმარს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს, ეძლევა საკომპენსაციო თანხა წელიწადში 500 ლარის ოდენობით, რომლი გაცემა ყოველკვარტალურად, წლიური საკომპენსაციო თანხის ერთი მეოთხედის ოდენობით. ფორმის ტანსაცმლისა  და  სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაცია არ ეძლევათ მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეებს.;

გ) ბრძანებულების 41-ე პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით”;

დ)   ბრძანებულების 42-ე პუნქტით დამტკიცებული №2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო  სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ  მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოების  ნუსხა;

ე) ბრძანებულების 43-ე პუნქტით დამტკიცებული №3 დანართის:

ე.ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის;

ე.ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა:  სპეციალური წოდებისათვის დაწესებული სარგოები არ ეძლევათ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ჩარიცხულ მოსამსახურეებს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი