დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის N62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-45/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/10/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111004009, 04/10/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016092 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-45/ნ
2011 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №23, მუხ. 215) დამტკიცებული ინსტრუქციის („შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ (დანართი 1) მე-16 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ” ქვეპუნქტი:
„ლ) გენეტიკური დაავადებები:
ანჰიდროტული ექტოდერმური დისპლაზია (კრისტ-სიმენს-ტურენის სინდრომი).”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
დოკუმენტის კომენტარები