„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 03/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111003026, 03/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016196
  • Word
129
03/10/2011
ვებგვერდი, 111003026, 03/10/2011
040030000.22.027.016196
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 129

2011 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 45 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„45. სააგენტოს ახალქალაქის, ბოლნისის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, გორის, ხელვაჩაურის, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, ახმეტის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, მარტვილის, საგარეჯოს, სენაკის, სიღნაღის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს,  წალენჯიხის, წალკის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, ლენტეხის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ცაგერის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხონის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ი3“ და „ი8“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დებულების მე-2 მუხლის 21, 43, 44 და 45 პუნქტებით გათვალისწინებული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ (გარდა სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენისა და გაუქმებისა), „ბ1“, „ბ2“,  „გ“, „გ1“,  „ზ“ (გარდა „ზ.ბ“ ქვეპუნქტისა) და „ზ1“ (გარდა „ზ1.ბ“ ქვეპუნქტისა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით.“;

ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. ამ დებულების მე-2 მუხლის 21, მე-4, 42, 43, 44 და 45 პუნქტებით გათვალისწინებული  სამსახურები ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით. ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადებების მიღებას ახორციელებს ნებისმიერი სამსახური, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი.“;

გ) 35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. ამ დებულების მე-2 მუხლის 21, მე-4, 42, 43,  44 და 45 პუნქტებით გათვალისწინებული  სამსახურები პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის/შეცვლის უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.“.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი