ევროპული შეთანხმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმის წარმოებაში მონაწილე პირთა შესახებ

  • Word
ევროპული შეთანხმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმის წარმოებაში მონაწილე პირთა შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 06/07/2001
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2001
სარეგისტრაციო კოდი 480140000.02.109.000414
  • Word
-
05/03/1996
გაურკვეველი, -, 06/07/2001
480140000.02.109.000414
ევროპული შეთანხმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმის წარმოებაში მონაწილე პირთა შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპული შეთანხმება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმის წარმოებაში მონაწილე პირთა შესახებ

სტრასბურგი, 5.03.1996

ქვემორე ხელისმომწერნი, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები,

ითვალისწინებენ რა, ადამიანის უფელბათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის 4 ნოემბერს, ქ. რომში ხელმოწერილ კონვენციას (შემდგომში „კონვენციად“ წოდებული);

მხედველობაში იღბენ რა, ევროპული კომისიისა და ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქმის წარმოებაში მონაწილე პირთა შესახებ ევროპულ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოეწერა 1969 წელს 6 მაისს ლონდონში;

ითვალისწინებენ რა, 1994 წლის 11 მაისს ქ. სტრასბურგში ხელმოწერილი კონვენციის მე–11 ოქმს (შემდგომში „კონვენციის მე–11 ოქმად“ წოდებული), რომელიც ცვლის საკონტროლო მექანიზმების სტრუქტურას და რომელიც ევროპული კომისიისა და ადამიანის უფლებათა სასამართლოს ნაცვლად აარსებს მუდმივმოქმედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (შემდგომში „სასამართლოდ“ წოდებული),

ასეთი განვითარების შესაბამისად, მხედველობაში იღებენ იმას, რომ კონვენციის მიზნების უკეთ განხორციელებისათვის მიზანშეწონილია, რომ სასამართლოს საქმის წარმოებაში მონაწილე პირებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმის წარმოებაში მონაწილე პირთა შესახებ ახალი ევროპული შეთანხმებით (შემდგომში „წინამდებარე შეთანხმებად“ წოდებული) მიენიჭოთ გარკვეული იმუნიტეტები და საშუალებები,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

1. წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება შემდეგი პირების მიმართ:

a) სასამართლოში წარმოებულ საქმეში მხარეებად, მათ წარმომადგენლებად და მრჩევლებად მონაწილე ნებისმიერი პირები;

b) სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმეები და ექსპერტები, ისევე როგორც საქმის წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად სასამართლოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული სხვა პირები.

2. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინი „სასამართლო“ მოიცავს კომიტეტებს, პალატებს, უზენაესი პალატის პრეზიდიუმს, უზენაეს პალატასა და მოსამართლეებს. ტერმინი „საქმის წარმოებაში მონაწილეობა“ მოიცავს მიმოწერას კონვენციის წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის მიზნით.

3. თუ მინისტრთა კომიტეტის მიერნ კონვენციის 46–ე მუხლის მე–2 პუნქტით მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების დროს, წინამდებარე მუხლის 1–ლ პუნქტში აღნიშნულ ნებისმიერ პირს, ეთხოვა გამოცხადდეს ან წარადგინოს წერილობითი განცხადებები მინისტრთა კომიტეტის წინაშე, ამ შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმების დებულებები გამოიყენება მასთან მიმართებაში.

    მუხლი 2

1. წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებულ პირებს ენიჭებათ იმუნიტეტი სამართლებრივი დევნისაგან, სასამართლოს წინაშე მათ მიერ გაკეთებული ზეპირი ან წერილობითი განცხადებებისათვის ან წარდგენილი დოკუმენტებისა ან სხვა მტკიცებულებისათვის.

2. ეს იმუნიტეტი არ მოქმედებს სასამართლოში წარდგენილი ნებისმიერი ასეთი განცხადების, დოკუმენტებისა ან მტკიცებულებების თაობაზე სასამართლოს გარეთ მიმოწერასთან მიმართებაში.

    მუხლი 3

1. ხელშემკვრელი მხარეები პატივვს სცემენ წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებულ პირთა უფლებას იქონიონ თავისუფალი მიმოწერა სასამართლოსთან.

2. რაც შეეხება დაკავებულ პირებს, ამ უფლების განხორციელებაში იგულისხმება შემდეგი:

a) მათი კორესპონდენციის გაგზავნა და ჩაბარება განხორციელდება ყოველგვასრი გადაჭარბებული დაგვიანებისა და გადაკეთების გარეშე;

b) ასეთი პირების მიმართ არ გამოიყენება არანაირი ფორმის დისციპლინარული ზომები, დაშვებული არხების მეშვეობით სასამართლოში გაგზავნილი რაიმე შეტყობინების გამო;

c) ასეთ პირებს, სასამართლოში წარდგენილი სარჩელისა და ამით გამოწვეული ყველა პროცედურის შესახებ აქვთ მიმოწერისა და სხვათა დაუსწრებლად ისეთ ადვოკატთან, კონსულტაციის უფლება,რომელიც კვალიფიცირებულია იმ სახელმწიფოს სასამართლოების წინაშე გამოსვლისათვის, სადაც ეს პირები არიან დაკავებულნი.

3. წინამდებარე პუნქტების გამოყენებისას, დაუშვებელი აჩარევა საჯარო ხელისუფლების მხრიდან, გარდა კანონით გათვალისწინებული და იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის გამოვლენის ან დევნისათვის ანდა ჯანმრთელობის დაცვისათვის.

    მუხლი 4

1.

a) ხელშემკვრელი მხარეები ხელს არ შეუშლიან წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ პირთა თავისუფალ გადაადგილებას და მგზავრობას სასამართლო პროცესზე დასწრების ან უკან დაბრუნების მიზნით.

b) დაუშვებელია მათი გადაადგილების და მგზავრობის შეზღუდვა, გარდა კანონით გათვალისწინებული და იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, საჯარო წესრიგის შენარჩუნებისათვის, დანაშაულის თავიდან აცილებისათვის, ჯანმრთელობისა და ზნეობის ანდა სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.

2.

a) ტრანზიტის ქვეყნებში ან სასამართლო პროცესის ადგილმდებარეობის სახელმწიფოში დაუშვებელია იმ პირთა დევნა ან დაკავება, ან მათ მიმართ, მათი პირადი თავისუფლების ნებისმიერი სხვა შეზღუდვა იმ მოქმედებებისა და სასჯელებისათვის, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ მოგზაურობის დაწყებამდე.

b) ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების ან მოწონების დროს შეუძლია განაცხადოს, რომ წინამდებარე პუნქტის დებულებები არ გამოიყენება მისი მოქალაქეების მიმართ. ასეთი განცხადება შესაძლებელია გამოტანილ იქნას ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე მიმართული შეტყობინებით.

3. ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას მათ ტერიტორიაზე შეუშვან ყველა ის დაბრუნებული პირები, რომლებმაც თავისი მოგზაურობა დაიწყეს მათი ტერიტორიიდან.

4. წინამდებარე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები წყვეტენ მოქმედებას, როდესაც ასეთ პირს 15 თანმიმდევრული დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც სასამართლო აღარ საჭიროებდა მის დასწრებას, ჰქონდა შესაძლებლობა დაბრუნებულიყო იმ სახელმწიფოში, რომელშცი დაიწყო მისი მოგზაურობა.

5. როდესაც არსებობს კონფლიქტი ხელშემკვრელი მხარის მიერ სხვა ხელშემკვრელ მხარეებთან წინამდებარე მუხლის მე–2 პუნქტითა და ევროპის საბჭოს კონვენციით, ან ექსტრადიციის შესახებ ხელშშეკრულებით ან სისხლისსამართლებრივ საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ სხვა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შორის, წინამდებარე მუხლის მე–2 პუნქტის დებულებებს გააჩნიათ უპირატესი ძალა.

    მუხლი 5

1. წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ პირეს ენიჭებათ იმუნიტეტები და შესაძლებლობები მხოლოდ იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას მათთვის სიტყვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რაც აუცილებელია მათი ფუნქციების, ამოცანების ან მოვალეობების შესრულებისათვის ან სასამართლოსთან მიმართებაში მათი უფლებების გამოყენებისათვის.

2.

a) მხოლოდ სასამართლოს გააჩნია კომპეტენცია სრულად ან ნაწილობრივად მოხსნას ამ შეთანხმების მე–2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმუნიტეტი. სასამართლო არა მხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა მოხსნას იმუნიტეტი ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მისი აზრით აღნიშნული იმუნიტეტი შეაფერხებს მართლმსაჯულების განხორციელებას და თუ იმუნიტეტის სრული ან ნაწილობრივი მოხსნა ზიანს არ მიაყენებს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიზანს.

b) იმუნიტეტი შეიძლება მოხსნილი იქნას სასამართლოს მიერ ან ex officio, ან ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით.

c) იმუნიტეტის მოხსნის ან მოხსნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებებს თან უნდა დაერთოს განცხადება გამომწვევ მიზეზთა შესახებ.

3. თუ ხელშემკვრელი მხარე ადასტურებს, რომ წინამდებარე შეთანხმების მე–2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმუნიტეტის მოხსნა აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული საქმის წარმოებისათვის, სასამართლო მოუხსნის იმუნიტეტს მოწმობაში მითითბული ზომით.

4. რაიმე ისეთი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელსაც თავისი ბუენბიდან გამომდინარე შეუძლია გადამწყვეტი ზეგავლენა იქონიოს და რომელიც იმუნიტეტის მოხსნაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას უცნობი იყო მოთხოვნის ავტორისათვის, ამ უკანასკნელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ახალი მოთხოვნით.

    მუხლი 6

წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი იქნება გაგებული როგორც კონვენციითა და მისი ოქმებით ხელშემკვრელი მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შემზღუდველი ან მათი უგულვებელმყოფელი.

    მუხლი 7

წინამდებარე შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს ნებისმიერი წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც სავალდებულობაზე მათი თანხმობის გამოხატვა შეუძლიათ:

რატიფიცირების, მიღების ან მოწონების აუცილებლობის შესახებ დათქმის გარეშე ხელმოწერით; ან

რატიფიცირების, მიღების ან მოწონების ქვემდებარე ხელმოწერით, რომელსაც მოჰყვება მოჰყვება რატიფიცირება, მიღება ან მოწონება.

2. რატიფიცირების, მიღების ან მოწონების შესახებ ინსტრუმენტები დეპონირდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

    მუხლი 8

1. წინამდებარე შეთანხმება, ძალაში შევა ან იმ თვის პირველი დღიდან, რომელიც მოჰყვება ერთთიან პერიოდს იმ თარიღიდან, როდესაც მე–7 მუხლის დებულებათა შესაბამისად ევროპის საბჭოს ათმა წევრმა სახელმწიფომ გამოხატა თანხმობა ხელშეკრულების სავალდებულობაზე, თუ ამ დღისათვის კონვენციის მე–11 ოქმი ძალაშია შესული ან წინააღმდეგ შემთხვევაში კონვენციის მე–11 ოქმის ძალაში შესვლის თარიღიდან.

2. ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში გამოთქმას თანხმობას მის სავალდებულოებაზე, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიანი ვადის ამოწურვას ხელმოწერის, ან სარატიფიკაციო, მიღების ან მოწონების შესახებ სიგელის დეპონირების თარიღს.

    მუხლი 9

1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს სარატიფიკაციო, მიღების ან მოწონების სიგელის დეპონირებისას ან ნებისმიერ შემდგომ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე მიმართული განცხადებით, შუძლია გააფართოვოს ამ შეთანხმების მოქმედება ნებისმიერ ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე, რომელიც მითითებულია განცხადებაში და რომლის საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელებაზე იგი არის პასუხისმგებელი ან რომლის სახელით იგი უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებები.

2. პირველი პუნქტის შესაბამისად გაკვეთებულ განცხადებაში მითითებული ტერიტორიის ან ტერიტორიებისათვის წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის, იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიანი ვადის ამოწურვას, გენერალური მიდვნის მიერ განცხადების მიღების თარიღიდან.

3. პირველი პუნქტის შესაბამისად გაკვეთებული ნებისმიერი განცხადება, ამ განცხადებაში მითითებული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ შესაძლებელია იქნას გამოთხოვილი, იმ პროცედურის შესაბამისად, რომელსაც წინამდებარე შეთანხმების მეათე მუხლი ადგენს დენონსაციისათვის.

    მუხლი 10

1. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

2. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, ნებისმიერ დროს შეუძლია მოახდინოს ამ შეთნხმების დენონსაცია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინების მეშვეობით.

3. ასეთი დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი დღსი შემდეგ. ასეთი დენონსაცია არ ათავისუფლებს დაინტერესებულ ხელშემკვრელ მხარეებს იმ ნებისმიერი ვალდებულებისაგან, რომლებიც შესაძლებელია წარმოშობილიყო წინამდებარე შეთანხმებით პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ნებისმიერ პირთან დაკავშირებით.

    მუხლი 11

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს:

a) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

b) სარატიფიკაციო, მიღების ან მოწონების შესახებ ნებისმიერი ინსტუმენტის დეპონირების ან მიერთების სიგელის დეპონირების თაობაზე;

c) ამ შეთანხმების ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ, მე–8 და მე–9 მუხლების შესაბამისად;

d) ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინების ან წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული მიმოწერის შესახებ.

ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა, რომლებიც ამისათვის სათანადოდ იყვნენ უფლებამოსილნი ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია სტრასბურგში, 1996 წლის მარტის თვის მე–5 დღეს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, რომელთაგან ორივე ტექსტი არის თანაბარი აუთენტური, შედგენილი თითო ეგზემპლარად, რომლებიც შეინახება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადაუგზავნის დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს.